გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება საქართველოსა და მსოფლიოზე
1757447142
ნატო პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრას თავდასხმად არ განიხილავს, – ამის შესახებ პოლონური მედია, სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით წერს.
ჩრდილოატალანტიკურ ალიანსში „როიტერის“ წყაროს თქმით, „პირველადი მონაცემები მიუთითებს, რომ პოლონეთში მომხდარი ინციდენტი იყო რუსეთის უპილოტოების განზრახ შეჭრა“, მიუხედავად ამისა, მისივე თქმით, „ნატო რუსეთის დრონების შეჭრას თავდასხმად არ მიიჩნევს“.
ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 10 სექტემბერს ღამით რუსული დრონები პირველად ჩამოაგდეს ნატო-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ რუსეთის დრონების შეჭრა პოლონეთის საჰაერო სივრცეში პირველადი მონაცემებით განზრახ მოხდა.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში, სულ მცირე, რვა რუსული დრონი შეიჭრა.