წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
ამერიკელმა სენატორებმა უნგრეთი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების გამო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის შეხვედრის წინ გააკრიტიკეს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ათმა სენატორმა ბუდაპეშტს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება და ევროკავშირის გეგმასთან მიერთება მოსთხოვა, რომელიც 2027 წლისთვის რუსული ნავთობის იმპორტზე უარის თქმას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ტრამპისა და ორბანის შეხვედრა ვაშინგტონში დღეს გაიმართება.