1753301989
78 წლის იტალიელი, რომელიც ექიმებმა გარდაცვლილად გამოაცხადეს, ნახევარი საათის შემდეგ გონს მოვიდა

იტალიაში, ტარკვინიაში 78 წლის მამაკაცი, რომელიც ექიმებმა გარდაცვლილად გამოაცხადეს, ნახევარი საათის შემდეგ გონს მოვიდა.
ხანდაზმულ მამაკაცს გულის შეტევა დაემართა. სასწრაფო დახმარების თანამშრომლებიც ნახევარი საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ მის გადარჩენას და საბოლოოდ გარდაცვლილად გამოაცხადეს. როდესაც კატაფალკი მისი ცხედრის წასაღებად მივიდა, მამაკაცმა თვალები გაახილა და ქალიშვილების შესახებ იკითხა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ექიმები ამ ტიპის შემთხვევას "ლაზარეს ფენომენს" უწოდებენ, რაც ბიბლიური ისტორიიდან მოდის, როდესაც იესო კაცს აცოცხლებს. ტერმინი რეანიმაციის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის მოულოდნელ აღდგენას გულისხმობს.