მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი ქორწილისთვის ემზადებიან - კადრები წინასაქორწინო წვეულებიდან

მარიამ შარმანაშვილი

ზუმბას ინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილისა და იტალიელი დირიჟორის, კარლო პონტის ქორწილი მალე გაიმართება.

როგორც ცნობილია, წყვილმა ქორწილი საქართველოში 26 ივლისს დაგეგმა, რომელსაც კარლოს დედა, სოფი ლორენიც დაესწრება. 

ახლახან, მარიამმა წინასაქორწინო წვეულებიდან ლამაზი კადრები გამოაქვეყნა. წვეულება გოგონებისთვისაა განკუთვნილი.