ეს 6 ლოცვა ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ
1751313261
"კალმარის თამაშების" ბოლო, მესამე სეზონი, რომელიც გასულ პარასკევს გამოვიდა, ნეტფლიქსის ახალ რეკორდს ხსნის — პრემიერიდან მხოლოდ პირველი სამი დღის განმავლობაში, კორეულმა დრამამ 60.1 მილიონი ნახვა დააგროვა.
ამ შთამბეჭდავი საწყისი სტატისტიკით, კალმარის თამაშების მესამე სეზონი უკვე ნეტფლიქსის მე-9 ყველაზე ყურებადი არაინგლისურენოვანი სატელევიზიო შოუა.
შედარებისთვის, კალმარის თამაშების მეორე სეზონმა 68 მილიონი ნახვა დააგროვა პირველ 4 დღეში, რაც იმ დროისთვის ნეტფლიქსის ყველა სხვა სერიალთან შედარებით ყველაზე მაღალი პირველ კვირეული მაჩვენებელი იყო. ბოლო რეკორდი ეკუთვნოდა სერიალ Wednesday-ს, რომელმაც 2022 წელს, სადებიუტო კვირაში 50.1 მილიონი ნახვა მოაგროვა.
გამოსვლის პირველ კვირაში, ყველაზე ყურებად არაინგლისურენოვან სატელევიზიო შოუებს შორის კალმარის თამაშების მეორე სეზონიც მოხვდა. ამჟამად, სიის პირველ და მეორე ადგილს სწორედ კალმარის თამაშებისპირველი და მეორე სეზონები იკავებენ.
ხოლო სერიალის მესამე სეზონი გი-ჰუნის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც იმის იმედით, რომ თამაშებს დაამარცხებს, სასიკვდილო შეჯიბრში მონაწილეობას განაგრძობს.
აღსანიშნავია, რომ სეზონმა კრიტიკოსებისგან არაერთი დადებითი შეფასება მიიღო, თუმცა მაყურებლის რეაქცია არაერთგვაროვანია.