„როგორ გადავიტანოთ უშენობა…“ - იმერეთში, ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ემშვიდობებიან

დდ

ავტოსაგზაო შემთხვევას ხონის მუნიციპალიტეტში მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპული ბიჭი 16 წლის მათე ლეთოდიანია.

მოზარდი მოტოციკლს მართავდა და ელექტრობოძს შეეჯახა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ხონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ივანდიდში მცხოვრებია.

მას ახლობლები ემშვიდობებიან. 

„რა მწარე ხარ დეიდაა. რა დღე გაგვითენე, რა ვქნა აქედან ჩემო დახატულოო. როგორ მჯეროდა რომ გაუძლებდი. როგორ გადავიტანოთ უშენობა მათე ჩემო ტკბილო", - წერენ ბიჭის ახლობლები.