„ზაურ სოხუმსკიმ“ ციხე დატოვა - რა კავშირი აქვს მას ვაკეში მოკლული ბიზნესმენის ძმასთან
1750877873
ბრაზილიის მთავრობისა და ინდონეზიის სამაშველო სააგენტოს ცნობით, ბრაზილიელი ტურისტი, რომელიც ინდონეზიის პოპულარულ ვულკანზე ყოფნის დროს კლდიდან გადავარდა, სამშაბათს გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.
ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რამდენი მედღიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შემდეგ იპოვეს.
შაბათს, ლომბოკის კუნძულზე, რინჯანის მთაზე დაკარგული 26 წლის ჯულიანა მარინსის ევაკუაციის მცდელობებს ცუდი ამინდი და რელიეფი აფერხებდა. ახალგაზრდა ქალის უმოძრაო სხეული მაშველებმა დრონის გამოყენებით იპოვეს.
"ბრაზილიის მთავრობა დიდი მწუხარებით აცხადებს ბრაზილიელი ტურისტის, ჯულიანა მარინსის გარდაცვალების შესახებ, რომელიც რინჯანის მთის კრატერთან ახლოს მდებარე ბილიკის მიმდებარე კლდიდან გადავარდა", - ნათქვამია ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.