ვინ არის გოგონა, რომელიც ახალ კლიპში თიკა ფაცაციას ბავშვობას განასახიერებს

თიკა ძმის შვილთან ერთად

7 ივლისს "კავეა- სითი მოლში"  ტელეწამყვანისა და მომღერლის, თიკა ფაცაციას ახალი სიმღერისა და კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.

სიმღერის სახელწოდებაა "ბედნიერების მჯერა".  სიმღერის ავტორი-კომპოზიტორი, რუსა მორჩილაძეა. ტექსტი კი ირინა სანიკიძესა და თიკა ფაცაციას ეკუთვნით.

არანჟირებასა და ორკესტრირებაზე ნიკოლოზ რაჭველმა და  ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიურმა ორკესტრმა იმუშავა. ნამუშევარზე თიკა ფაცაცია წელიწად-ნახევარი მუშაობდა. 

კლიპში თიკას ბავშვობას ულამაზესი გოგონა განასახიერებს, რომელიც მომღერლის ძმის შვილია. როგორც არჩილ სოლოღაშვილმა განაცხადა, ის მამიდასავით ნიჭიერია.