არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
1786891312
69 წლის პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა. მუსიკოსი აშშ-ში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, ლექსო თორაძეს, ორი კვირის წინ, კონცერტი ჰქონდა, სადაც ცუდად გახდა, თუმცა, დაკვრა არ შეწყვიტა. კონცერტის დასრულების შემდეგ, ის კლინიკაში გადაიყვანეს.
კლინიკიდან მუსიკოსმა სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა.
„შეუძლოდ გავხდი და კლინიკაში გამიყვანეს, სუსტად ვგრძნობდი თავს, გულის და ფილტვების გამოკვლევებს მიტარებენ. იმედია, მალე გამოვჯანმრთელდები. მადლობა ექიმებს და ჩემი ორკესტრის წევრებს. ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!...“ამბობს თორაძე.
იხ. ვიდეო: ალექსანდრე თორაძე აშშ-ს VSO-ს საავადმყოფოდან მიმართვას ავრცელებს: