ნაირა ნაჩხატაშვილი

1744993910

„ბევრი ვილოცოთ და მეტად შევიგრძნოთ ქრისტეს ტკივილი... რწმენა, არ დაკარგოს საქართველომ“ – „პრაიმტაიმის“ ინტერვიუ ნაირა ნაჩხატაშვილთან, რომელიც 45 წელზე მეტია „მაცხოვრის დატირებას“ ასრულებს

45 წელზე მეტია, წმ. სამების ტაძრის მგალობელი ნაირა ნაჩხატაშვილი, ყოველ წითელ პარასკევს, მთელი საქართველოს ნაცვლად, სულში ჩამწვდომი ხმით გოდებს და დასტირის, ჩვენთვის ნაწამებ ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს. ვისაც ამ არაჩვეულებრივი, თბილი, კეთილი ქალბატონის გალობა მოუსმენია, განსაკუთრებით – „ვაი, რა კარგი საჩინო“(ტექსტი – დ. გურამიშვილი. მუსიკა – ნ. ნაჩხატაშვილი), რომელსაც ხალხი „ქრისტეს დატირებას“ ეძახის, არ შეიძლება, ამ დიდი მოვლენის მიმართ, ადამიანი გულგრილი დარჩეს და მასთან ერთად არ დაელოდოს მაცხოვრის აღდგომას, რომელსაც ადამიანისთვის დიდი ბედნიერების, იმედისა და სიყვარულის მოტანა შეუძლია.ნაირა ნაჩხატაშვილი ერთადერთი ქალბატონია, რომელიც ამ საგალობელს, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თოლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით ასრულებს.დღესაც, სამების საკათედრო ტაძარში ქრისტეს დატირება, ტრადიციულად, ნაირა ნაჩხატაშვილმა იგალობა.გთავაზობთ, „პრაიმტაიმის“ ინტერვიუს მომღერალთან, რომელიც 2020 წელს ჩავწერეთ:– როცა გალობთ, ძალიან დიდი ემოცია მოდის, განსაკუთრებით, როცა „ქრისტეს დატირებას“ – და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლის „ვაი, რა კარ­გი სა­ჩი­ნო­ზე” ასრულებთ…– რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთმა სასულიერო პირმა მითხრა – ძალიან დავინტერესდი და მამებს ვთხოვე, მრევლისთვის ეკითხათ, რას იტყოდნენ, ამ საგალობელთან დაკავშირებით. უთქვამთ, ჩვენ ის გალობა გვინდა მოვისმინოთ, რასაც ქ-ნი ნაირა ასრულებსო. მიხარია, თუ ნამდვილად ასეა. წითელი პარასკევი, ისეთი დღეა, რომ გარდა ქრისტეს ვნებისა, ვისაც მონანიება უნდა, ამ დღეს ყველა გულწრფელად ინანიებს. – თქვენი გალობა არ არის „არტისტული“, ძალიან ბუნებრივია…– ეს ყველაფერი ჩვენი ცოდვებიდან გამომდინარეა. უფლის იმედით უნდა ვიყოთ. კიდევ გვაქვს შანსი, გონს მოვეგოთ. ბევრი ვილოცოთ და მეტად შევიგრძნოთ ქრისტეს ტკივილი. რწმენა, არ დაკარგოს საქართველომ! – საზოგადოების დიდი ნაწილი, ტაძარში თქვენი გალობის მოსასმენად მიდიოდა. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი…– უწმინდესის სურვილი იყო, რომ „ქრისტეს დატირება“ შესრულებულიყო. უამრავ კომპოზიტორს დაევალა, მაგრამ ბოლოს, მე ვუთხარი, რომ ძალიან უშუალოდ, როგორც ქართველი დედა დაიტირებს საკუთარ შვილს, ისე უნდა დავიტიროთ. მაგალითად, ასეთ სტილში მეთქი და გოგოებს ვთხოვე, ბანი მოეცათ. დავიწყე გალობა, უწმინდესმა ყურადღებით მომისმინა და წამოიძახა – „ეს არის, სწორედ ეს არის, რაც მინდოდაო!“. დღეიდან ამას შენ იგალობებო მითხრა. მას მერე, 40 წელზე მეტია, ვგალობ.– „ქრისტეს დატირება“, მხოლოდ წითელ პარასკევს სრულდება?ქრისტეს დატირებას, მხოლოდ წითელ პარასკევს არ ვგალობ. მაშინაც კი, როცა ვინმე გარდაიცვლება და ჭირისუფალს, სურვილი აქვს ამ საგალობლით გააცილოს. ქრისტეს დატირება, უკვე წლებია იგალობება –  თითქმის 40 წელს გაუძლო. სანამ შევძლებ, ვიგალობებ და ჩემს მერე, ახალგაზრდები გააგრძელებენ. სრული ინტერვიუ, იხილეთ აქ

კახა ჭკადუა

1744981860

როგორ ცხოვრობს დღეს „იმერული ესკიზების“ ყველაზე გამორჩეული ბიჭი

ერთ-ერთი საყვარელი ქართული ფილმი „იმერული ესკიზები“ (რეჟ. ნანა მჭედლიძე),  უამრავი სახალისო ფრაზით გამორჩეული და დღემდე აქტუალურია.ფილმს, ბევრი დასამახსოვრებელი ფრაზა და კადრი აქვს, მაგრამ პატარა გმირის ერთ-ერთი ეპიზოდი და ერთი სიტყვა „ჩინჩლავს" (ეპიზოდი ფილმიდან „იმერული ესკიზები"), დღემდე ყველას ახსოვს.მან ერთადერთმა უპასუხა მასწავლებლის კითხვას - რა სარგებლობა მოაქვს მამალს?„გადაღებამდე ამიხსნეს, უპატრონო ბავშვის როლი უნდა შეასრულოო. სიტყვამ „უპატრონო“ ისე შემაშინა, რომ უარი ვთქვი გადაღებაზე. მერე მთელი თვე დამდევდნენ აქეთ მასწავლებლები და იქით დირექტორი, რომ მეთქვა „ის“ სიტყვა. ნანა მჭედლიძემ და ოთარ მეღვინეთუხუცესმა შოკოლადები მომიტანეს, რას არ დამპირდნენ, რომ კამერების წინ სიტყვა „ჩინჩლავს“ მეთქვა.ბოლოს ვიფიქრე, ოღონდ თავი დამანებონ-მეთქი და მართლაც ვთქვი. რაც ამ სიტყვის თქმის შემდეგ ხდება ფილმში, დადგმული არ არის, მასწავლებლის რეაქციით გულაჩუყებული რომ ვტირი და გავრბივარ, სინამდვილეა,“- იხსენებს კახა ჭკადუა.„რატომ გამოიწვია ფრაზამ ასეთი დაინტერესება, დღემდე არ ვიცი. რაც ამ სიტყვის თქმის შემდეგ ხდება ფილმში, დადგმული არ არის. ეკრანული მასწავლებლის რეაქციით გულაჩუყებული რომ ვტირი და გავრბივარ, სინამდვილეა“ - ამბობს ჭკადუა ერთ-ერთ ინტერვიუში.ვინ არის და რას საქმიანობს მოსწავლე ფილმიდან „იმერული ესკიზები“.ფილმის პატარა გმირი, კახა ჭკადუაა, დღეს კიკბოქსინგის მწვრთნელია.წარმოშობით სვანი, მესტიის სოფელ ხაიშიდან არის. ხონში, სოფელ დიდ კუხში იზრდებოდა, სწორედ ამ სოფელშია გადაღებული „იმერული ესკიზები".ომის ვეტერანია, რომელიც აფხაზეთის „იმედის" ბატალიონში იბრძოდა. რამდენიმე წლის წინ მარნეულში კიკბოქსის სკოლა გახსნა, სადაც დღემდე მოღვაწეობს და ცხოვრობს.როგორც თავად ამბობს, გაზრდილი ჰყავს უამრავი ჩემპიონი, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონიც.სპორტული ცხოვრების პარალელურად, დაცვის სამსახურის მარნეულის ფილიალის ხელმძღვანელია. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი - 18 წლის ნიკოლოზი და 14 წლის ანა.

რამაზ გიორგობიანი

1744806176

„ცოლი რომ შეირთო, „მხიარული რომანი“ ახალი გამოსული იყო“... - 16 აპრილი რამაზ გიორგობიანის დაბადების დღეა

თბილი, საყვარელი, სევდიანი, იუმორით სავსე და უნიჭიერესი – ასე ახასიათებენ რამაზ გიორგობიანს ის ადამიანები, ვინც მსახიობს პირადად იცნობდა. რამაზ გიორგობიანის გარდაცვალება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ის 49 წლის ასაკში ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა. რამაზ გიორგობიანი –  „გიორგობისთვე”, „მხიარული რომანი”, „სერენადა”, „ქოლგა”, „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”, „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში”, „ფილატელისტის სიკვდილი” – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც მსახიობმა რამაზ გიორგობიანმა მიიღო მონაწილეობა.მისი კინოკარიერა სრულიად მოულოდნელად დაიწყო. ამბობენ, რომ ის ოთარ იოსელიანის აღმოჩენაა, რომელიც ფილმზე „გიორგობისთვე” მუშაობდა და მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდა.და და ოთარ იო­სე­ლი­ა­ნის ასის­ტენტს მა­თე­მა­ტი­კის ოლიმ­პი­ა­და­ზე უნა­ხავს, ტი­პა­ჟი მოს­წო­ნე­ბია.ამ ფილ­მით და რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ა­ნის ტი­პა­ჟით, რე­ჟი­სორ­მა ქარ­თულ კი­ნო­ში, ახა­ლი გმი­რი შე­მო­იყ­ვა­ნა. მისი წარმატება, ოთარ იო­სე­ლი­ა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბა გახ­ლდათ, რად­გან კი­ნო­ში ფეხი მან აად­გმე­ვი­ნა.ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როცა მისი პირველი დებიუტი ფილმში - „გიორგობისთვე“ შედგა, რომელიც რეჟისორ ოთარ იოსელიანის პირველი ფილმი იყო.გთავაზობთ ამონარიდს პრაიმტაიმის საარქივო ინტერვიუდან, სადაც რამაზის შესახებ მისი და თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი და ქუ­თა­ი­სის თე­ატ­რის მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი მაია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე საუბრობს:- მისი პირველი პროფესია...55 -ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, იმ დროს, ილია ვეკუა იყო რექტორი.ერთ-ერთ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და დაჯილდოების დროს, ბ-ნ ოთარ იოსელიანის მენეჯერმა, შემთხვევით აღმოაჩინა. ბ-ნი ოთარი „გიორგობისთვეს“ იღებდა და ახალ სახეს ეძებდა. ძალიან მოეწონა და მაშინვე ფილმზე დაამტკიცა.ამის შემდეგ, ფილმში „იყო შაშვი მგალობელი“ უნდოდა გადაღება, მაგრამ რამაზმა უარი უთხრა, რადგან თენგიზ აბულაძისთვის თანხმობა ჰქონდა მიცემული ფილმში „სამკაული სატრფოსთვის“ (ბაჰადური) მონაწილეობის მისაღებად. მახსოვს, ოთარს ძალიან ეწყინა, მაგრამ თენგიზს უარი ვერ უთხრა.- უკვე თეატრალურის სტუდენტი იყო?იმ პერიოდში, ჯერ კიდევ უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტიდან, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გადავიდა, რადგან გადაღებების გამო, ძალიან ბევრი გაცდენა ჰქონდა.საკმაოდ კარგად წერდა და ამიტომ ბ-ნმა ილია ვეკუამ, სპეციალობის შეეცვალა ურჩია. ასეც მოხდა, დაამთავრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, დიპლომი რომ აიღო, გადაწყვიტა მოსკოვში „ВГИК“ -ში ჩაბარება, უკვე „მოწამლული“ იყო კინოთი.ზუსტად იმ წელს, თენგიზ აბულაძემ, ლანა ღოღობერიძემ და რეზო ჩხეიძემ თეატრალურ ინსტიტუტში, კინო-ფაკულტეტი გახსნეს. სწორედ, ამის გამო, აღარ მოინდომა მოსკოვში გამგზავრება და თენგიზ აბულაძის სტუდენტი გახდა.- სამწუხაროდ, ხანმოკლე ცხოვრებით იცხოვრა, მაგრამ დღემდე ლეგენდარულ მსახიობად დარჩა, მისი თითქმის ყველა ფილმი, გენიალურია...ასე გამოდის, რამაზმა ახალი სახე შექმნა ქართულ კინოში - „ქოლგა“, „სერენადა“ და უამრავი სხვა.- ფილმში „ქოლგა“ მართლაც საოცარი ტიპაჟი შექმნა, ცეკვავდა კიდეც?არასდროს უცეკვია, ამ ფილმში, ცეკვის მართლაც საოცარი პლასტიკა აჩვენა. ძალიან ნიჭიერი იყო, სამწუხაროდ, არავის გამოგვყვა რამაზის ნიჭი. საოცრად სრიალებდა თხილამურზე, ხატავდა, ფეხბურთს ისე კარგად თამაშობდა, „დინამოშიც“ კი აიყვანეს. სტუდენტობის პერიოდში აარჩიეს უნივერსიტეტიდან და ავარჯიშებდნენ.- რატომ დაანება ფეხბურთს თავი, იმ დროს „დინამოში“ მოხვედრა, საკმაოდ რთული იყო....ამბობდა, სულ ფეხებს მირტყამდნენ, ბუცები მხვდება, მამტვრევენ ყველაფერს, აღარ მინდა, უნდა დავანებოო. რა საქმესაც ხელს ჰკიდებდა, უმაღლეს დონეზე ასრულებდა, თითქმის, ყველა სფეროში ნიჭს ავლენდა.- რამაზის ოჯახზე მოგვიყევით...ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე ნუნუკა ქიქოძე, ქალიშვილი თიკო გიორგობიანი და შვილიშვილი - დაჩი მხეიძე. თიკო, სამწუხაროდ მამის კვალს არ გაჰყვა, უცხო ენების სპეციალისტია. ბავშვობაში კარგად მღეროდა, მაგრამ რატომღაც მალე დაანება თავი.ერთი შვილი ჰყავს დაჩი, პროფესიით - კომპიუტერული ტექნოლოგიები, როგორც ჩანს, რამაზის ნიჭი გამოჰყვა.ნუნუკა, ძალიან მორიდებული ქალბატონია, თუ ვინმე ჟურნალისტი დაურეკავს, ჩემთან ამისამართებს, არ შემიძლია ლაპარაკიო.როცა ცოლი შეირთო, უკვე პოპულარული იყო, ფილმი - „მხიარული რომანი“ ახალი გამოსული იყო. 5 წელი შეყვარებულები იყვნენ, დედაჩემი და ნუნუკას დედა, მეგობრები იყვნენ და სამომავლოდ, დანათესავდნენ კიდეც.ფილმის „მხიარული რომანი“ გამოსვლის შემდეგ, ყველა ხათუნა კოტრიკაძეზე ეჭვიანობდა, რამაზი და ხათუნა გაგიჟებულები იყვნენ, ყველას ცოლ-ქმარი ეგონა, რადგან ერთად ითამაშეს... სრულად

ხატის - „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" მცველები - ზურაბ შიოშვილი და გიორგი ჭოლოკავა

1744227240

„ვისაც სნეული ჰყავს და მძიმე განსაცდელის წინაშე დგანან...“- სად და როდის გამოაბრძანებენ სასწაულმოქმედ ხატს

„დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი” - ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „დედოფალი“, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ უბანში, ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლშია დაბრძანებული.მას ორი ახალგაზრდა მცველი ჰყავს - რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი გიორგი ჭოლოკავა. ხატი აბსოლუტური ანალოგია ივერიონში დაბრძანებული დედა ხატის - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელსაც „პორტაიტისა“ ეწოდება.წმინდა დედოფლის ხატი, რომელსაც უამრავი სასწაული უკავშირდება, ასევე სასწაულებრივად, თავად ირჩევს, სად მიბრძანდეს - იქნება ეს ტაძარი, თუ კონკრეტული ადგილი, რათა მორწმუნეებს მასთან მიახლების საშუალება მიეცეთ.ათონურ სიწმინდეთა ძალით შემოსილი ხატი - „დედოფალი“ უდიდესი სიყვარულითა და სითბოთი მოილოცა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ და „სიხარულის მომნიჭებელი“ უწოდა - ხატი საკვირველმომქმედი  და მსწრაფლშემსმენელია.ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის  მცველები ზურაბ შიოშვილი და გიორგი ჭოლოკავა, საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატის - „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" გამობრძანების შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში ავრცელებენ:„ჩვენო ძვირფასებო!შეგახსენებთ რომ 12 აპრილს იგეგმება საკვირველთმოქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატის „დედოფალი-სიხარულის მომნიჭებელის" გამობრძანება (დეტალური ინფორმაცია დევს გვერდზე). იქნება დაუჯდომლებიცა და ასლებიც. მომდევნო გამობრძანება არ იგეგმება მალე, შესაბამისად, ვისაც დიდი სურვილი და საჭიროებაც გაქვთ ხატის მოლოცვისა, მობრძანდეთ შაბათს.ამ პოსტის კომენტარებში კი ყველამ თქვენი სასწაულის შესახებ გვიამბეთ, რათა განსაცდელში მყოფთ, დიდი იმედი ვაჩუქოთ ერთად.გააზიარეთ ეს სასიხარულო ინფორმაცია, რადგან უამრავი ადამიანი ელოდება ამ დღეს.გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ განცხადებას.12 აპრილს დიდ დღესასწაულს გიმზადებთ. საკვირველმქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატი „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" გამობრძანებული იქნება ისნის რაიონში, მერვე ლეგიონის დასახლება, წულუკიძის ქუჩა წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში 12 საათიდან 17 საათამდე.ამჯერადაც, ხატების გამობრძანებისას, შესაძლებლობა გექნებათ, ანთებული კანდელიდან სნეულთა საკურნებლად უსასყიდლოდ წაიღოთ კანდელის ზეთი, რომელიც უამრავი ადამიანის გადამრჩენელი გახდა დღევანდელ დღემდე. ( ზეთის წასაღებად იქონიეთ ახალი სამედიცინო შპრიცები, რითაც ამოვიღებთ ზეთს და გაგატანთ).ტაძარში იქნება დაუჯდომლებიც, ხატის ასლებიც, რომელნიც უდიდეს საკვირველებას ახდენენ აგერ უკვე მეათე წელია და თქვენს ოჯახებში უმეტესი თქვენგანი გრძნობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მანუგეშებელ თბილ ხელს.მათ ვისაც კვლავ გადაწყვეტილი გაქვთ თქვენ სახელზე კანდელში ენთოს ზეთი და თქვენი შესაწირი გაუნაწილოთ მრევლს, ზეთი შეგიძლიათ პირდაპირ მოიტანოთ ჩვენთან, ხატის მცველებთან, რათა დავიცვათ მაქსიმალურად წესრიგი.როგორც ყოველთვის, ახლაც დაიძვრება მთელი საქართველო, უამრავი ადამიანი ჩამოვა რეგიონიდან, როგორც უკვე გინახავთ, მოჰყავთ სნეულები კლინიკებიდანაც ზოგი საკაცით, ზოგი ეტლით, მაგრამ როგორც უკვე იცით, არავინ დარჩებით ისე, ვინც ხატს ვერ მოილოცავთ შესაბამისად, ტრადიციისამებრ დავიცვათ სიმშვიდე და რიგში დგომის დრო გამოვიყენოთ ლოცვისთვის.აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა არავინ დარჩეს გულდაწყვეტილი, რადგან, მუდამ ბევრი მომლოცველი ელის ამ დღეს და განსაკუთრებულად ისინი, ვისაც სნეული ჰყავთ და მძიმე განსაცდელის წინაშე დგანან დღეს. მომდევნო გამობრძანება მალევე ვერ იქნება გარკვეულ მიზეზთა გამო და სწორედ, ამიტომ ვისაც ხატის ასლები გსურთ, აუცილებლად მობრძანდით ხატის გამობრძანებაზე.ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოგმადლოთ სიყვარული და მშვიდობა.მცველნი საკვირველთმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატისა „დედოფალისა - სიხარულის მომნიჭებელისა"გიორგი და ზურაბი,“ - ინფორმაციას სოციალურ ქსელში, გვერდი „დედოფალი“ ავრცელებს

 ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი მიხეილ ჯავახიშვილი, დირექტორი ია მაქაცარია 

1744114277

ანსამბლ „რუსთავს“ ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი ჰყავს - ცვლილებებია ანსამბლ „მართვეშიც“

კულტურის მინისტრმა, ანსამბლ „რუსთავს“ ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი წარუდგინა.ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელად მიხეილ ჯავახიშვილი დაინიშნა.დირექტორის პოზიციაზე, საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ია მაქაცარია წარადგინა.შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე ესწრებოდნენ, ანსამბლის განვითარებისა და შემოქმედებით გეგმების შესახებ ისაუბრეს.თინათინ რუხაძემ ანსამბლის ახალ ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს წარმატებები და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა, - ინფორმაციას, საქართველოს კულტურის სამინისტროს ოფიციალური გვერდი აქვეყნებს. ცვლილებებია, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეშიც”.კულტურის მინისტრმა ქალბატონმა თინათინ რუხაძემ ანსამბლ “მართვეს” შემოქმედებით ჯგუფსა და ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელობა წარუდგინა.დიდი სიხარულით გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელად ბატონი ვალერი ქუტიძე დაინიშნა.ვალერი ქუტიძე 47 წელია ანსამბლ “მართვესა” და ბატონი ანზორ ერქომაიშვილის გზის ერთგული და განუყოფელი ნაწილია.ანსამბლის დირექტორის პოზიციაზე კი ანსამბლ „ბასიანის“ წევრი ირაკლი ტყვაცირია დაინიშნა.ანსამბლი „რუსთავი“ ვალერი ქუტიძესა და ირაკლი ტყვაცირიას მრავალ წარმატებას უსურვებს.„რუსთავი“ მხარს უჭერს ანსამბლ „მართვეს“ და მრავალ გამარჯვებას უსურვებს.ანსამბლი „მართვე“, მიშო ჯავახიშვილს, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნას ულოცავს.მიშოს ვუსურვებთ, ნაყოფიერ შემოქმედებით წინსვლას და წარმატებებს, იმ საქმის ღირსეულად გასაგრძელებლად, რომელსაც 57 წლის წინ საფუძველი ჩაუყარა დიდმა ანზორ ერქომაიშვილმა. 

რეჟისორი გიორგი კაჭარავა და  წმ. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი

1728061200

EXCLUSIVE: „მშვიდად ვუყურებ, ვიცი, რომ პროექტის დაწყება, მისი ხელდასხმით მოხდა“- ქართველი რეჟისორი მამა გაბრიელზე მხატვრულ ფილმს იღებს

„უწმინდესთან შეხვედრაზე რომ ვიყავი დამლოცა და მითხრა, აბა შენ იციო. ახლაც კარგად მახსოვს ის ინტონაცია, თურმე რამდენი ბრძოლა უნდა გადამეტანა, მაშინ ვერ მივხვდი მის სიტყვებს. თურმე მეუბნებოდა, აბა შენ იცი, თუ შენ ამას გაუძლებო... წინ 12 წლიანი ბრძოლა მელოდებოდა...“ - რეჟისორი კაჭარავა. ქართველი რეჟისორი გიორგი კაჭარავა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა - კურთხევით (2016 წლის 19 თებერვალი), კულტურის სამინისტროს და და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით იღებს მხატვრულ სრულმეტრაჟიან ფილმს „ბრძოლა - ბერი გაბრიელი“.გია კაჭარავა არის რეჟისორი და ავტორი პოლიტიკური ტელესერიალის - „დიდების ზღაპარი". ავტორი რომანების - „განკითხვის დღე" და „პილატე და კაიაფა", წიგნების - „ვინ არის იესო ქრისტე", „ბიბლიურ წინასწარმეტყველებათა აღსრულება".2007 წლის აპრილის თვეში რიო-დე-ჟანეიროში (ბრაზილია) დააფუძნა საკუთარი კინოსტუდია "LILAYMA". გენერალური დირექტორი სტუდიების: „სინემაგია" და „გი ემ სინემა". თავისივე სცენარით გადაიღო ფილმები: „ბლუზი" (1994), „დონ ჟუანის დაბადება" (1995), „მაიტა ნასოსი" (ს. ჯაჭვლიანთან ერთად, 2010), „თოჯინების ქალაქი", „ბალანსი ანუ ჩაო ჯორდანო", „კაცი", „პრეზიდენტის არჩევანი". მისი მონაწილეობით შეიქმნა სცენარი ფილმისთვის "იასამანი" (ი. ჩაჩანიძე, დასრულებულია) და „ორმაგი სახე" (ლ. ანჯაფარიძე, 1997).ბ-ნი გიორგი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს არის პირველი მხატვრული ფილმი მამა გაბრიელ აღმსარებელი -სალოსის (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე) ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, სცენარის მიხედვით, ფილმში მისი დაჭერის, წამების და ათასი უბედურების ფაქტებია: 12 წელია ამ ფილმის გადაღებისთვის ვიბრძვით. კონკურსზე მივიღეთ მონაწილეობა, ძალიან ობიექტურად შეირჩა ჟიურიც, როგორც კულტურის სამინისტრო, კინო ცენტრიც გვერდით დაგვიდგა. ეს იქნება პირველი ქართული მხატვრული ფილმი ბერი გაბრიელის ცხოვრების შესახებ და რიგით მეათე, ჩემს ფილმოგრაფიაში. რამდენიმე ხნის წინ გამოვაცხადეთ შესარჩევი ტურები, მალე ბავშვების კასტინგსაც ვიწყებთ. სცენარის ავტორი თავად გახლავართ. სცენარის მიხედვით, ფილმში გამოყენებულია, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი, მამა გაბრიელის ეპოქალური ფაქტები.ცნობილია მამა გაბრიელის ცხოვრების ბოლო წლები, მაგრამ მისი წარსული, ცოტა ადამიანმა თუ იცის. 36 წლის ბიჭი იყო, როცა 1 მაისის დემონსტრაციაზე, ლენინის პორტრეტი საჯაროდ დაწვა.ეს რას ნიშნავს, შეიძლება ახალმა თაობამ ვერ გაიგოს, მაგრამ ამის გაკეთება, იმ პერიოდში, საოცარი გამბედაობა იყო. ამ საქციელის გამო, მამა გაბრიელს უმაღლესი სასჯელი, დახვრეტა მიუსაჯეს.ფილმის სცენარიც, სწორედ ამ პერიოდს ეხება, ძირითადი თემა მისი დაჭერის, წამების და ათასი უბედურების ფაქტებია. 12 წელია ამ ინფორმაციებს ვაგროვებთ, საკმაოდ ბევრი მოვიძიეთ.- სავარაუდოდ, ფილმის გადაღებები ბერი გაბრიელის კელიაშიც იქნება...ჩვენ არ ვეხებით წმინდანის ცხოვრების და მოღვაწეობის ბოლო წლებს, ამიტომ კელიაში გადაღება, საჭიროებას არ წარმოადგენს.სცენარის მიხედვით, ფილმში წარმოდგენილი იქნება, როგორ და რა გზაზე დააყენა უფალმა, როცა გადაწყვიტა დაჰპირისპირებოდა ამ ბოროტებას, როგორ გაიარა ეკლიანი გზა, როგორ აწამებდნენ - ეს არის 60 -იანი წლების, ნიკიტა ხრუშჩოვის (1953 - 1964) ყველაზე მძიმე, გარდამავალი ეპოქა. ეს ის დროა, როცა ქრისტიანობის მოსპობას აპირებდნენ. - არც დედა პარასკევა იქნება ფილმში მოხსენიებული?მართალია ეპიზოდურად, მაგრამ სცენარში არის და ფილმშიც იქნება, ისევე როგორც სამთავროს დედები. ბევრმა ადამიანმა იცის მამა გაბრიელის სიცოცხლის ბოლო წლები, დოკუმენტური კადრებიც კი არსებობს, ამის ხელახლა დემონსტრირება, არ იქნება საინტერესო.  ყველაზე მეტად, ჩემთვის საინტერესო მამა გაბრიელ სალოსის განვლილი ეპოქაა.კარგად მახსოვს 60 -იანი წლები, სკოლაში „ბიტლზის“ ფოტო მივიტანე და კინაღამ „დამხვრიტეს“. ასეთ დროს, ლენინის პორტრეტს რომ შეხებოდი და თან დაგეწვა, ამას ძალიან დიდი გამბედაობა სჭირდებოდა.ბევრმა ქვეყანამ იცის ბერი გაბრიელ სალოსის შესახებ, მაგრამ ვფიქრობ, მსოფლიოს მართლმადიდებლური ქვეყნები, უკეთ გაეცნობიან მისი ცხოვრების განვლილ წლებს. ძალიან რთული და მძიმე სურათია, მაგრამ საინტერესო.- როგორც ამბობთ, ფილმი წმინდა გაბრიელის რეალურ ცხოვრებაზეა აგებული, როგორ შეძელით სრული ინფორმაციის მოძიება...დიდი ხანია ამ თემაზე ვმუშაობთ, ყველა ფაქტი გადამოწმებული გვაქვს, ბევრმა ადამიანმა, ამბების გაზვიადებული მოყოლა იცის, ამიტომ ყველას ვერ ენდობი. უშიშროების ყოფილ თანამშრომლებთანაც კი გვქონდა შეხება, რომლებიც იცნობდნენ და ახსოვთ იმ პერიოდის ამბები.- თუ საიდუმლო არ არის, ვინ არის მამა გაბრიელის როლზე დამტკიცებული...ბევრი ცნობილი მსახიობი შევარჩიე ფილმისთვის, მაგრამ მამა გაბრიელის როლზე, ჯერ არავინ არის დამტკიცებული. მამა გაბრიელის ახალგაზრდობის ფოტო რომ ნახოთ, მიხვდებით, რომ ძალიან უცნაური სახე აქვს, არც ერთი მისი ფოტო არ ჰგავს ერთმანეთს, რთულია მისი არჩევა.ჩვენ უფრო ვეძებთ მსახიობს, ვიდრე ფიზიოლოგიურ მსგავსებას, რა თქმა უნდა, გარკვეულ დეტალებსაც დავიცავთ. ძალიან რთული იქნება მსახიობის ხელოვნება, როცა მან უნდა შეძლოს, რომ აჩვენოს სიბრძნე, სალოსობა, სასოწარკვეთილება, ზეაღმატებული სიხარული, ეს მსახიობისთვის არის „საცურაო ოკეანე“, ძალიან რთული ასარჩევია.- თან ახალგაზრდაც უნდა იყოს...მართალია, ი პერიოდში ასაკით ახალგაზრდა იყო - 36 წლის, მაგრამ ძალიან მოტეხილი იყო, ვინც იმ პერიოდში იცნობდა, ყველას უკვირს მისი ასაკი, გამოიყურებოდა, როგორც 50 წლის კაცი. წამებული ცხოვრება ჰქონდა და თავისთავად, ფიზიკურად უფრო დიდი ასაკის შესახედაობა ჰქონდა.კინოცენტრმა და კულტურის სამინისტრომ რაც შეეძლო, ყველაფერში დაგვეხმარა, მაგრამ  ჩვენი ბიუჯეტი, არ არის საკმარისი ფილმის გადაღებისთვის. ვცდილობთ, რომ სპონსორები მოვიზიდოთ, ვთხოვ ბიზნესმენებს, გვერდში დაგვიდგნენ. საბანკო ანგარიშები გვაქვს, მაგრამ გამოქვეყნებაზე, ამ ეტაპზე თავს ვიკავებდით.- დარწმუნებული ვარ, ფილმის პრემიერას, არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც ბევრი დაელოდება, ვფიქრობ, ქველმოქმედებაზე ბევრი მსურველი იქნება...არ გამოვრიცხავ, ზოგს სპონსორობა, ზოგს ქველმოქმედება შეიძლება მოუნდეს, ათასი მიზეზი შეიძლება იყოს გამომდინარე იქიდან, რომ ფილმი არის ეპოქალური, კოსტიუმირებული, ტექნიკურად გასამართი, ძალიან რთული გასაღები სურათია და თანხებიც საკმაოდ ბევრი იქნება საჭირო.რა ბიუჯეტიც გვაქვს, მსახიობების ხელფასებს ყოფნის, მაგრამ უამრავი პრობლემაა. ამ ფილმს აუცილებლად ნახავს ბევრი მართლმადიდებელი ქვეყანა, ამიტომ მინდა, რომ კარგად წარმოვაჩინოთ, არ თქვან კარგი სურათია, მაგრამ დაბალბიუჯეტიანი ფილმიაო, რატომ უნდა გადაიღოს საქართველომ „ღარიბული“ ფილმი!ყველას მოვუწოდებთ, გვერდზე დაგვიდგნენ, შეგვეწიონ, ერთი ლარის შემოწირვა ბევრ ადამიანს შეუძლია, ერთმა მილიონმა კაცმა რომ თითო ლარი შემოგვწირონ, არაფერი დააკლდებათ, ქვეყნისთვის კი დიდი საქმე გაკეთდება. ყველაფერს ძალიან მშვიდად ვუყურებ, ვიცი რომ პროექტის დაწყება, მამა გაბრიელის ხელდასხმით მოხდა. აქედან გამომდინარე, საერთოდ არ ვნერვიულობ.ძალიან ბევრი ბრძოლა დაგვჭირდა ამ ფილმის გადაღებისთვის, 12 წლიანი ბრძოლა გადავიტანეთ, უწმინდესთან შეხვედრაზე რომ ვიყავი დამლოცა და მითხრა, აბა შენ იციო.ახლაც კარგად მახსოვს ის ინტონაცია, მაშინ ვერ მივხვდი მის სიტყვებს - თურმე მეუბნებოდა, აბა შენ იცი, თუ შენ ამას გაუძლებო, წინ 12 წლიანი ბრძოლა მელოდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ამდენი ხნის მერე ვიწყებთ კინოს გადაღებას. სახელწოდებაც ასეთია „ბრძოლა - ბერი გაბრიელი“. ფილმის სრული ბიუჯეტის შესავსებად შემოწირულების მსურველთათვის გახსნილია სპეციალური საქველმოქმედო ანგარიში -  „საქართველოს ბანკი“, ბანკის კოდი - BAGAGE22 ანგარიშის ნომერი - GE19BG0000000601271943დანიშნულება - ფილმის მარდაჭერაპარტნიორობის და სპონსორობის მსურველები გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ტელ. 599 75 28 18. მეილი - giacinemagia@gmail.com

მუსიკოსი ფანდურა ბექაური

1728057621

„ეს სიმღერა მთელი ემოციით, სიდინჯით და გულით შევასრულე“- რას ურჩევს მუსიკოსებს ფანდურა

„მეფანდურეს ვერ ვუწოდებ იმ ადამიანს, თუ გულით არ უკრავს. ფანდური უნდა შეიგრძნო, თითოეული ნოტი და სიმი...“- ფანდურა.36 წლის ახალგაზრდა მუსიკოსი ფანდურა, იგივე გიორგი ბექაური, პროფესიონალი მეფანდურეა. შეგახსენებთ, რომ  საქართველოში ორი ფანდურაა, ორივე მუსიკოსი, რომლებიც ხშირად ერთმანეთში ერევათ.რამდენიმე ხნის წინ, სოციალურ ქსელში, ფანდურას კიდევ ერთი ახალი სიმღერა გავრცელდა, რომელმაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა:ფანდურა ბექაური: ჩემი ახალი სიმღერა - „დარჩი ჩემთან“, სიყვარულზეა, რომლის ტექსტის ავტორი გახლავთ მზაღო ოსიშვილი, მუსიკა კი, მე მეკუთვნის.ეს სიმღერა მთელი ემოციით, სიდინჯით და გულით შევასრულე. ყველას ხელოვანს და მუსიკოს ვერ ვუწოდებ, თუ გულით არ მღერის, პუბლიკასთან შორს არის.ყველას ვურჩევ ხელოვნებას სინდისით, პატიოსნებით მოემსახურონ და ყოველთვის წინ წავლენ, თავის მონდომებით. 

მუსიკოსი ფანდურა ბექაური და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური

1726761050

Exclusive: „ლაშა ამას არ იმსახურებს... ერთი განცხადების გამო, ბულინგის მსხვერპლი გახდა...“- ფანდურა ბექაური ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონზე

ქართველი ძიუდოისტი, ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებული, ლაშა ბექაური ჩემპიონის ტიტულს პარიზშიც დაეუფლა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. 13 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელები და პარალიმპიელები ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით დააჯილდოვა. ათონელის რეზიდენციის წინ გამართულ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ჯილდო გადასცა პარალიმპიურ და ოლიმპიურ პრიზიორებს, ასევე ოლიმპიური ნაკრების წევრებს.დაჯილდოების შემდეგ, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა, მედიასთან განცხადება გააკეთა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან, უკმაყოფილება მოჰყვა.„ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო არის ჩემი ხალხისგან. აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემთვის პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან დასაფასებელია. რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, მე სრულიად ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი,”- განაცხადა ბექაურმა.ამასთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმი“ ჩემპიონის ბიძაშვილს, მუსიკოს ფანდურა ბექაურს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ლაშას მიმართ, მიზანმიმართული ბულინგი ხორციელდება:ფანდურა ბექაური: - ასეთ  ზეწოლას და კომენტარებს, ნამდვილად არ იმსახურებს ლაშა. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ქართველები და საქართველო ესახელებინა. ნამდვილად არ არის იმის ღირსი, რომ ვიღაცები აბულინგებენ და უაზრო რეპლიკებს ისვრიან, თითქოს თავად ლაშაზე მეტი გაუკეთებიათ ქვეყნისთვის.ამ ბიჭმა ძალიან ბევრი ადამიანის სათქმელი თქვა სპორტშიც და თავის ქვეყანაშიც, საქართველო მთელ მსოფლიოს გააცნო - 23 წლის ასაკში, ორი ოლიმპიადა მოიგო.როგორც ყველა ადამიანს, ლაშას თავის ინდივიდუალური აზრი გააჩნია. ერთი განცხადების გამო, ბულინგის მსხვერპლი გახდა, როცა აქამდე, ყველა ტაშს უკრავდა.- მიზეზი პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული განცხადებაა, სადაც ამბობს - „ჩემთვის პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან დასაფასებელია. რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, მე სრულიად ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს“...რა თქმა უნდა, ამბობენ, რომ ამის გამო, მედალი და ღირსების ორდენი უნდა ჩამოართვან. ჩამოართვან, ლაშას იმდენი გულშემატკივარი ჰყავს, არ იქნება პრობლემა! ლაშამ ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა, ისეთი ხალხი წერს ნეგატიურ კომენტარებს, დარწმუნებული ვარ, არც სპორტი იციან და არც პოლიტიკა.ლაშას ბავშვობიდან ვიცნობ, მთელი ცხოვრება სპორტზე იყო ორიენტირებული, სპორტისთვის არის დაბადებული, როგორც ვიცი, ჯერჯერობით პოლიტიკაში, არანაირი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს, წინ კიდევ ორი ჩემპიონატი აქვს მოსაგები. დიდი მიზნები აქვს, დარწმუნებული ვარ, მოიგებს.- კომენტარებში იმასაც წერენ, ბევრი ქართველის სათქმელი თქვაო...გეთანხმებით, ნამდვილად ასეა! ძალიან ბევრი ქართველის სახელით თქვა, როგორც სპორტში, ასევე თავის კარიერაში. არ მახსენდება, რომ 23 წლის ასაკში, ვინმეს ორი ოლიმპიადა მოეგოს. ეს გააკეთა ლაშა ბექაურმა. რაც ძალიან დიდი მიღწევაა, სამშობლოსთვის და ქართველებისთვის. ლაშა მთის კაცია, როცა იბრძვის, მთის ჟინი ეხსნება. ძალიან ემოციურია, იქაც ეტყობა რომ მთის კაცია.იმ ქართველებს მოვუწოდებ, ვინც მის მიმართ, უაზრო კომენტარებს წერდა! უკან გაიხედეთ, რამდენი რამე გააკეთა ლაშამ. ოლიმპიადიდან რომ ჩამოფრინდა, უამრავი ადამიანი ტაშს უკრავდა, ალბათ ეგენიც ლანძღავენ - არ აპატიეს, პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული განცხადება!ზურგი შეაქციეს? არა უშავს, ლაშა მაინც თავისას მიაღწევს. ყოველთვის და ყველგან ასახელებს თავის საქართველოს და გუდამაყარს.23 წლის ბიჭმა, ორი ოლიმპიადა მოიგო, კიდევ ორი აქვს მოსაგები და დარწმუნებული ვარ, წარმატებით დაასრულებს. კარგ ოჯახში გაზრდილი ბიჭია, თბილი, ტკბილი, ეკლესიური, მთელი ოჯახი ღვთის შვილები არიან.რა განცხადებაც გააკეთა ლაშამ, ვიცი რომ გააზრებულად გააკეთა, აზრიანი ბიჭია, ტყუილად არაფერს იტყვის. რასაც ამბობს, ჯერ კარგად გეგმავს და შემდეგ ასრულებს.ჩემი ალალი ბიძაშვილია. დედოფლისწყაროში, სოფელ არხილოსკალოში დაიბადა. მთა მაინც თავისას შვება, ძლიერი ხასიათი აქვს. ლაშა მოჭიდავეა, თან ვაჟკაცი, მიზანდასახული ადამიანია, მთაც დიდ ძალას აძლევს, ღვთის რწმენა აქვს - სწამს ღმერთის და სალოცავის.ყველას მოვუწოდებ თავი შეიკავოს! მომავალ წელს, კიდევ რომ მოიგებს ოლიმპიადას, იგივე განმეორდება, იგივე ხალხი დაუკრავს ტაშს.ლაშა ამას არ იმსახურებს! ყველას გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, პერტიაშვილმა და ტალახაძემაც თავის გზა აირჩია. არავის აქვს ბულინგის და ქილიკის უფლება, ვისი რა საქმეა, სპორტში დარჩება თუ მუსიკას აირჩევს.25 წელია რაც ხელოვნებას ვემსახურები, ბევრჯერ შემოუთავაზებიათ ჩემთვის პოლიტიკაში წასვლა, მაგრამ ყოველთვის თავს ვიკავებ, ვიცი, რომ ჯერ კიდევ ვჭირდები ხელოვნებას.ბედნიერებას ვუსურვებ ლაშას როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში. როგორც საქართველო გაახარა, ისე თავის თავი გაებედნიერებინოს.  

საკვირველმომქმედი ხატი "იერუსალიმის დედოფალი" და საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატი "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" 

1726254321

„უამრავი ადამიანი ელოდება ამ დღეს... დიდ დღესასწაულს გიმზადებთ“- სად და როდის იქნება გამობრძანებული „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" და „იერუსალიმის დედოფალი"

„დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი” - ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „დედოფალი“, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ უბანში, ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლშია დაბრძანებული.მას ორი ახალგაზრდა მცველი ჰყავს - რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი გიორგი ჭოლოკავა. ხატი აბსოლუტური ანალოგია ივერიონში დაბრძანებული დედა ხატის - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელსაც „პორტაიტისა“ ეწოდება.წმინდა დედოფლის ხატი, რომელსაც უამრავი სასწაული უკავშირდება, ასევე სასწაულებრივად თავად ირჩევს, სად მიბრძანდეს - იქნება ეს ტაძარი, თუ კონკრეტული ადგილი, რათა მორწმუნეებს მასთან მიახლების საშუალება მიეცეთ.ათონურ სიწმინდეთა ძალით შემოსილი ხატი - „დედოფალი“ უდიდესი სიყვარულითა და სითბოთი მოილოცა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ და „სიხარულის მომნიჭებელი“ უწოდა - ხატი საკვირველმომქმედი  და მსწრაფლშემსმენელია.ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის მცველები, საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატის - „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" გამობრძანების შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში ავრცელებენ:„გააზიარეთ ეს სასიხარულო ინფორმაცია, რადგან უამრავი ადამიანი ელოდება ამ დღეს.გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ განცხადებას.ჩვენ კიდევ ერთი დიდი დღესასწაული მოგიმზადეთ მამა გურამთან ერთად.21 სექტემბერს დიდ დღესასწაულს გიმზადებთ. საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატი "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" და იერუსალიმის პატრიარქის, უნეტარესი თეოფილე მესამის მიერ საქართველოში გამოგზავნილი საკვირველმომქმედი ხატი "იერუსალიმის დედოფალი" გამობრძანებული იქნება ისნის რაიონში, მერვე ლეგიონის დასახლება, წულუკიძის ქუჩა წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში 12 საათიდან 17 საათამდე.ამჯერადაც ხატების გამობრძანებისას შესაძლებლობა გექნებათ, ანთებული კანდელიდან სნეულთა საკურნებლად უსასყიდლოდ წაიღოთ კანდელის ზეთი, რომელიც უამრავი ადამიანის გადამრჩენელი გახდა დღევანდელ დღემდე. ( ზეთის წასაღებად იქონიეთ ახალი სამედიცინო შპრიცები, რითაც ამოვიღებთ ზეთს და გაგატანთ). ტაძარში იქნება დაუჯდომლებიც, ხატის ასლებიც, რომელნიც უდიდეს საკვირველებას ახდენენ აგერ უკვე მეათე წელია და თქვენს ოჯახებში უმეტესი თქვენგანი გრძნობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მანუგეშებელ თბილ ხელს.მათ ვისაც კვლავ გადაწყვეტილი გაქვთ თქვენ სახელზე კანდელში ენთოს ზეთი და თქვენი შესაწირი გაუნაწილოთ მრევლს, ზეთი შეგიძლიათ პირდაპირ მოიტანოთ ჩვენთან, ხატის მცველებთან, რათა დავიცვათ მაქსიმალურად წესრიგი. დღის მანძილზე გვექნება არაერთი ჩართვა იერუსალიმის ეკლესიიდან და სწორედ ამიტომ, ზედმეტი რამ რომ არ ხვდებოდეს თვალს, თქვენი შესაწირი მალევე დატოვეთ ჩვენთან.როგორც ყოველთვის, ახლაც დაიძვრება მთელი საქართველო, უამრავი ადამიანი ჩამოვა რეგიონიდან, როგორც უკვე გინახავთ, მოჰყავთ სნეულები კლინიკებიდანაც ზოგი საკაცით, ზოგი ეტლით, მაგრამ როგორც უკვე იცით, არავინ დარჩებით ისე, ვინც ხატს ვერ მოილოცავთ შესაბამისად, ტრადიციისამებრ დავიცვათ სიმშვიდე და რიგში დგომის დრო გამოვიყენოთ ლოცვისთვის.აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა არავინ დარჩეს გულდაწყვეტილი, რადგან. მუდამ ბევრი მომლოცველი ელის ამ დღეს და განსაკუთრებულად ისინი, ვისაც სნეული ჰყავთ და მძიმე განსაცდელის წინაშე დგანან დღეს. მომდევნო გამობრძანება მალევე ვერ იქნება გარკვეულ მიზეზთა გამო.ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოგმადლოთ სიყვარული და მშვიდობა.მცველნი საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატისა"დედოფალისა - სიხარულის მომნიჭებელისა"გიორგი და ზურაბი“.

ზესტაფონის ახალგაზრდული თეატრ-სტუდიის  „მართვე" ხელმძღვანელი ზურაბ აბესაძე

1726166299

Exclusive: „ზესტაფონი თეატრალური ქალაქია, დიდი სერგოს და უშანგის შემდეგ, ეს ტრადიცია, არ შენელებულა...“ - რეჟისორი ზურაბ აბესაძე

„თეატრი ჩემთვის სხვა სამყაროა... დავდივარ და ალბათ სხვაგან ვერ წარმომიდგენია. რენე აბესაძე მამაა ჩემი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, რამაც განაპირობა მთელი ჩემი ცხოვრების შეცვლა... ძალიან მიყვარს ჩემი ზესტაფონის მაყურებელი, ვინატრებდი, რომ ბოლომდე მყავდეს“...- ზურაბ აბესაძე.რეჟისორმა ზურაბ აბესაძემ, რამდენიმე წლის წინ, ზესტაფონის ახალგაზრდული თეატრ - სტუდია ჩამოაყალიბა, სადაც 13-14 წლიდან, ყველა მოსწავლეს შეუძლია სწავლა. მსახიობი „პრაიმტაიმს“ მისი შექმნის ისტორიაზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრება:ახალგაზრდული თეატრ - სტუდია „მართვე", 80 -იან წლებში, მამამ, რენე აბესაძემ ჩამოაყალიბა, დაახლოებით 3 წელია, რაც ამ სტუდიას ვხელმძღვანელობ. სახელი იგივე დავტოვე, არ შემიცვლია.სამწუხაროდ, მამა, 2011 წელს საკუთარ კაბინეტში გარდაიცვალა. თეატრში იმყოფებოდა, როცა ცუდად გახდა, თრომბი განუვითარდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.  „მართვეს“ აღდგენის იდეა, ძირითადად, რენეს ახლო მეგობრის, ზესტაფონის კულტურის და  შემოქმედების ცენტრის ხელმძღვანელ,  ბ-ნ ომარ გველესიანს ეკუთვნის. მან თავად შემომთავაზა, შეგვექმნა ახალგაზრდული სტუდია, რომელიც რენე აბესაძის სახელობის იქნებოდა. რა თქმა უნდა, საკრებულოზე გაიტანეს და დაამტკიცეს. რადგან მამას ჩამოყალიბებული სტუდიაა, ამიტომ მისი სახელობისაა.უკვე მესამე წელია, რაც სპექტაკლებზე აქტიურად ვმუშაობთ, სტუდიაში დაახლოებით, ისეთივე სწავლება მიმდინარეობს, როგორც თეატრალურ უნივერსიტეტში - მეტყველება, სამსახიობო ოსტატობა, სასცენო მოძრაობები. ძალიან ბევრი ბავშვი დაინტერესდა და ჩვენ სტუდიას მიმართა, რაც ძალიან სასიხარულოა, რადგან მეტად დაკავდებიან.- რა ასაკიდან იღებთ ბავშვებს?მეშვიდე კლასიდან ზევით, ყველა ბავშვს შეუძლია სწავლა, რა თქმა უნდა, ყველა პროფესიონალი მსახიობი ვერ გამოვა, მაგრამ კუთხურ კილოს მოიხსნიან, ლიტერატურული საუბარი და ნორმალური მეტყველება ჩამოუყალიბდებათ.შეიძლება სპექტაკლში არც დაკავდნენ, მაგრამ ბევრ რამეს სწავლობენ, ზოგი მსახიობობაზე ფიქრობს, ნაწილი სხვა პროფილით აგრძელებს სწავლას.- იყვნენ მსურველები, ვინც თეატრალურ უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა?წელს, ჩვენმა რამდენიმე მოსწავლემ ჩააბარა თეატრალურ უნივერსიტეტში: გიორგი სირბილაძემ - სამსახიობო ფაკულტეტზე, მერაბ ზუზაძემ - თეატროლოგიაზე, მარიამ კვეტენაძემ კი, ხელოვნებათმცოდნეობაზე.ბევრი ბავშვია, რომლებსაც თეატრალურში უნდა ჩაბარება. ნაწილი, სხვა პროფილით ირჩევს სწავლის გაგრძელებას, მიუხედავად იმისა, რომ  სამსახიობო ნიჭი აქვს. მთავარია, რომ ეს პროცესი დაიწყო და ბევრი მსურველია.- სპექტაკლებში, ბევრი არაპროფესიონალი მსახიობი გყავთ მიწვეული...ერთ-ერთი ზესტაფონის საჯარო სკოლის პედაგოგი იოსებ ჟღენტია. სოსო ჩემი ახლო მეგობარი და ზესტაფონში საკმაოდ დიდი ავტორიტეტი, საუკეთესო პედაგოგია და თითქმის ყველა იცნობს, მიუხედავად მისი პროფესიისა, ძალიან ნიჭიერი მსახიობიც აღმოჩნდა. ჩემ ერთ-ერთ სპექტაკლში -  „საბრალდებო დასკვნა“ ქალაქიდან მოვიწვიე იოსებ ჟღენტი და თეატრიდან  პროფესიონალი მსახიობი.ძალიან კარგი ტანდემი შედგა. რომლის პრემიერა ზაფხულში იყო, მაგრამ 12 სექტემბერს ისევ ვიწვევთ მაყურებელს. თეატრალურ სეზონს, ლ. თაბუკაშვილის პიესით - „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ გავხსნით.იოსების შვილიც, გიგი ჟღენტი, ჩვენ სტუდიაში სწავლობს, ერთ-ერთ სპექტაკლში, მთავარ როლზე მყავს დამტკიცებული და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, წინასწარ ვერ გეტყვით პიესის სახელწოდებას.ლ. თაბუკაშვილის პიესა „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, დღემდე ანშლაგით მიმდინარეობს. კოკას როლს, ძალიან ნიჭიერი ბიჭი, გიორგი სირბილაძე თამაშობს, რომელმაც წელს, თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. იმდენად კარგად შეასრულა ეს როლი, სპექტაკლმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, ყველა ბილეთი გაიყიდა.პირველად სპექტაკლში - „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, კოკას როლი, უნიჭიერესმა მსახიობმა, ბ-ნმა რეზო ჩხიკვიშვილმა შეასრულა. ძალიან დიდი სურვილი გვინდოდა რეზოს მიწვევა პრემიერაზე, მაგრამ  სამწუხაროდ, საქართველოში არ იმყოფებოდა, ძალიან გაგვიხარდება, თუ როდისმე გვეწვევა.- ზესტაფონის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სეზონი, მიუზიკლის - „ყვარყვარე თუთაბერი“ პრემიერით დასრულდა, სადაც თქვენც მონაწილეობთ...სპექტაკლი, ჩვენმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ვატო ჯუღელმა დადგა, სადაც „კეთილი გამომძიებლის“ როლს ვასრულებ. მიუზიკლში, როგორც ნიჭიერი ახალგაზრდები, მიწვეული იყო, ჩემი ორი მოსწავლე „მართვედან“ - მერაბ ზუზაძე და გიორგი სირბილაძე, რომლებიც წელს თეატრალურის სტუდენტები გახდნენ. თითქმის მთელი ქალაქი, თეატრალური ცხოვრებით არის დაკავებული.- სასიხარულოა, რომ უამრავი მაყურებელი ჰყავს თეატრს, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ანშლაგი, მსახიობების დამსახურებაა...გეთანხმებით, ნამდვილად კარგი მსახიობები გვყავს. ტრადიციულად, ზესტაფონი თეატრალური ქალაქია, დიდი სერგოს (ზაქარიაძე) და უშანგის (ჩხეიძე) შემდეგ, ეს ტრადიცია, არ შენელებულა. ზესტაფონს ჰყავს ისეთი დასი, რომელიც თავის სიტყვას ამბობდა, ამბობს და მომავალშიც იტყვის. .ბევრი ცნობილი მსახიობი ჰყავდა და დღესაც ჰყავს ზესტაფონს, რომლებიც უამრავ ფილმში და სერიალში მონაწილეობენ.- ტერიტორიულად სად მდებარეობს თქვენი სტუდია?თეატრალური სტუდია „მართვე“, ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში მდებარეობს, სადაც ჩვენი სცენა და დარბაზი გვაქვს. რა თქმა უნდა, პატარ-პატარა პრობლემებიც არის, მათ შორის ფინანსურიც, მაგრამ სავარაუდოდ მოგვარდება.თეატრი და კულტურის ცენტრი, ყოველთვის გვერდში გვიდგას, მაგრამ სპექტაკლს უამრავი რამე სჭირდება - პირველ რიგში ფინანსები, სცენოგრაფია, დეკორაციები, რეკვიზიტები, კოსტიუმები.თეატრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ ფინანსების მხრივ ძალიან გვიჭირს. ზესტაფონის მერის ბ-ნი ვასო გველესიანის თანადგომით შეიქმნა ჩვენი სტუდია, სწორედ მისი ინიციატივით გაიტანეს საკრებულოზე. ფინანსურ თანადგომასაც გვპირდებიან, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება!- თუ საიდუმლო არ არის, რამდენია სწავლის გადასახადი? თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ სტუდიაში სწავლა უფასოა! ბევრი ბავშვია დაინტერესებული და ვისაც სურვილი აქვს, ყველას შეუძლია სწავლა. ეს, ყველაზე დადებითი მხარეა ჩვენი მხრიდან.- მოგვიყევით სამომავლო გეგმებზე... სექტემბრიდან ახალ პიესაზე ვაპირებ მუშაობის დაწყებას, სახელწოდებას, ამ ეტაპზე, საიდუმლოდ დავტოვებ. ექვსი სპექტაკლი გვაქვს დადგმული, ბევრი ახალი მოსწავლეა და ვფიქრობ, ახალ სპექტაკლში, ვინ როგორ დავაკავო.  

 წმინდა იოანე ღვთისმეტყველი

1716313671

„გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“- დღეს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეა

დღეს, 21 მაისს სიყვარულის დღეა, რადგან სიყვარულის მქადაგებელი მოციქულის - წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეა.ის იყო კაცობრიობაში პირველი ადამიანი, რომელმაც თქვა საოცარი სიტყვები, სიტყვები რომელზედაც დაფუძნებულია მთელი ჩვენი სარწმუნოება, სიტყვები რომელნიც მთელი სისრულით მოგვითხრობენ უფლის შესახებ - „ღმერთი სიყვარული არს!" - წერს სახარებაში იოანე მახარებელი.მაშ, ყური ვუგდოთ ღვთის რჩეულს - შევიყვაროთ ერთმანეთი, რათა მივუახლოვდეთ უფლის არსს, შევიგრძნოთ ჭეშმარიტი სიხარული და მარადისობის დღესასწაული - დღესასწაული სიყვარულისა!  - „გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“ - (იოანე 15,12) „იყუარებოდეთ ურთიერთას" - ქადაგებდა იოანე მახარებელი.წმინდა მოციქული არ მოშორებია მოძღვარს, როცა იგი, შებორკილი, გეთსიმანიის ბაღიდან ანასა და კაიაფას სამსჯავროზე მიჰყავდათ, თან შეჰყვა მაცხოვარს მღვდელმთავრის ეზოში და მის დაკითხვას დაესწრო; ნეტარი გოლგოთის გზაზეც შეუდგა ქრისტეს, ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა და ღვთისმშობელთან ერთად ტიროდა.ჯვარცმულმა მაცხოვარმა, როცა იხილა დედამისი და „მოწაფე იგი, რომელი უყუარდა", დედას უთხრა: - „დედაკაცო, აჰა ძე შენი!" შემდეგ კი იოანეს უთხრა: - „აჰა დედაჲ შენი!" (იოანე 19,26-27).ამ დროიდან მოყოლებული, ნეტარი მოციქული მოსიყვარულე შვილივით ზრუნავდა ყოვლადწმინდა ქალწულზე და ერთგულად ემსახურებოდა მას.იოანე მახარებელი უპირატესად, სიყვარულის მოციქულია. ვერც მხცოვანებამ, ვერც ხორციელმა უძურებამ ვერ შეძლო დაეცხრო მასში საოცარი მოშურნეობა.იოანე მახარებელი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე, მოწაფეებს იკრებდა ირგვლივ და მოუწყინებლად შეაგონებდა, ურთიერთს შორის მშვიდობა დაეცვათ და ერთმანეთი ჰყვარებოდათ.იოანე მახარებელი ას წელს იყო გადაცილებული, როცა სასუფეველს შეერთო.ზედწოდება „ღვთისმეტყველი" წმინდა ეკლესიამ ქრისტეს მოციქულებიდან, მხოლოდ, წმინდა იოანეს - ღვთაებრივი განგების ფარულ მჭვრეტელს მიაკუთვნა.„შვილნო, გიყვარდეთ ერთმანეთი", - წმინდა იოანეს ამ სიტყვებს კიდევ ერთხელ მოისმენენ მორწმუნენი, ახლა უკვე ბოლო ჟამს.როგორც წმინდა ანდრია სალოსი ბრძანებს, უფლის მეორედ მოსვლის წინ, ანტიქრისტეს გამეფებისას, წმინდა ელიასა და ენუქთან ერთად წმინდა იოანეც მოევლინება ცოდვილ კაცობრიობას, განამხნევებს ქრისტიანებს და ამხელს ანტიქრისტეს (წმინდა თეოდოსი იერუსალიმელი აზუსტებს, წმინდა ელია და ენუქი ანტიქრისტიანულ ქვეყნებში იქადაგებენ, წმინდა იოანე კი კავკასიაშიო), მის ხელთაგან მიიღებენ სიკვდილს და ანტიქრისტე მათ სხეულებს „უბანთა ზედა" დაყრის; ასე იქნებიან სამდღე-ნახევარი, შემდგომ კი უფალი მკვდრეთით აღადგენს მათ და თავადაც მალე მობრძანდება დიდებით..წმინდა იოანე არის - ერთგულების, სიმამაცის მოციქული. ჯვარცმისას უფალი ყველამ მიატოვა, ყველა განუდგა, მაგრამ წმინდა იოანე იდგა ცრემლმორეული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად, ჯვართან და უფლის ტკივილს იზიარებდაუფალმა მას უდიდესი პატივი არგუნა - ჩააბარა თავისი საყვარელი დედა, მანაც ჯვარცმის შემდეგ შინ - სიონში წაიყვანა და არ განშორებია არასდროს წმინდა ქალწულს.მოციქულთაგან ყველაზე დიდხანს იცოცხლა, სიკვდილის წინ, ღრმა მოხუცებულობაში, როდესაც სიარული აღარ შეეძლო, თავისი მოწაფეები საკაცით დაატარებნენ და იოანე ყველას მხოლოდ უფლის სიყვარულზე უქადაგებდა.მისი დაწერილი სახარება ყველაზე სრულყოფილად გადმოგვცემს უფლის ცხოვრებას, უფლის სიდიადეს, მის ღვთაებრიობასსიკვდილის წინ მოწაფეებს ჯვრის ფორმის საფლავი გაათხრევინა, შიგ ჩაწვა და მშვიდობით მიაბარა სული უფალს. რამდენიმე დღის შემდეგ როდესაც გათხარეს მისი საფლავი, იქ აღარ იყო მისი სხეული, არამედ დედაღვთისმშობლის მსგავსად ხორცით აღვიდა ზეცაში.უფალმა მოგვმადლოს სიყვარული იოანე მოციქულისა, უფალმა მოგვმადლოს სიბრძნე და ერთგულება იოანე მახარებლისა.„წმინდაო იოანე - სიყვარულის მოწაფე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის''როგორც ბრძანებს წმინდა ანდრია, „ნეტარ არს, რომელი არა იპოვოს მბრძოლ ღმრთისა მათ დღეთა შინა, არამედ დაიმარხოს სარწმუნოება იესუ ქრისტესი".წმინდა იოანე მახარებელი გეწეოდეთ, უფლისმიერ სიყვარულს დაევანოს ჩვენს გულებში! ამინ!

 ლეგენდა 7 მაისის წვიმაზე ტიფლისში

1715073020

„შვიდ მაისის წვიმაო, თავზე დამედინაო...“- რატომ ელოდებოდნენ ქალიშვილები 7 მაისს „ბედნიერების წვიმას“

7 მაისის წვიმას ქართველები, ტრადიციულად, „ბედნიერების წვიმას“ ეძახდნენ. ჩვენ წინაპრებს სჯეროდათ – თუ ამ დღის წვიმით დასველდებოდნენ, ბედნიერები იქნებოდნენ.დღეს 7 მაისია! ამ დღეს თბილისში, თითქმის ყოველთვის წვიმს - არც წლევანდელი წელი დარჩა გამონაკლისი.თბილისური ტრადიციის მიხედვით, 7 მაისს თბილისში თუ არ იწვიმებდა, ეს ავის მომასწავებელ ნიშნად მიიჩნეოდა. არავინ იცის, კონკრეტულად საიდან იღებს სათავეს აღნიშნული ტრადიცია და რატომ აირჩია ქალაქის მოსახლეობამ მაინცდამაინც 7 მაისი.ბევრი ლეგენდა გვსმენია ტიფლისის შესახებ, მაგრამ ეს უჩვეულო და საინტერესო ამბავია. ბევრ ახალგაზრდას ბებია-ბაბუებისგან სმენია ამ ამბის შესახებ. ძველად ტფილისში ასეთი ჩვეულება იყო:ახალგაზრდა ქალიშვილები იკრიბებოდნენ საცხოვრებელი სახლების ბანზე და ეზოებში. მთელი დღე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მხიარულ საუბარში ატარებდნენ დროს. თან ცისკენ იმზირებოდნენ. საინტერესოა რატომ? პასუხი ძალიან საინტერესო და უცნაურია:7 მაისს ტიფლისში აუცილებლად იწვიმებს! ალბათ იკითხავთ ეს ხომ წვიმაა, უბრალოდ წვიმა. არა მეგობრებო, ეს სულ სხვაა წვიმაა! წვიმა რომელსაც თავის ისტორია აქვს და რომელმაც დროს გაუძლო. არსებობდა ასეთი რწმენა, ტრადიცია, რომ 7 მაისს საღამოს უნდა მოსულიყო ბედნიერების წვიმა! ქალიშვილების წვიმით თმებს ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშრო. ასეთ საინტერესო ისტორიას ავრცელებს „ტფილისის ჰამქარი“: ეს ის დღეა, როცა ტექსტი და ისტორია მეორდება!ტფილისში ასეთი ჩვეულება იყო: ახალგაზრდა ქალიშვილები იკრიბებოდნენ საცხოვრებელი სახლების ბანზე და ეზოებში. მთელი დღე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მხიარულ საუბარში ატარებდნენ დროს. თან ცისკენ იმზირებოდნენ.არსებობდა ასეთი რწმენა, რომ 7 მაისს საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა! ამიტომ ამ წვიმით თმებს ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშროთ. ვისაც მიამიტური ტფილისი გიყვართ, დღეს თქვენთვის იწვიმებს!”.გარდა იმისა, რომ ჩვენი წინაპრები შვიდი მაისის წვიმას ბედნიერებას უკავშირებდა, მას ასევე სამკურნალო თვისებასაც მიაწერდნენ. თვლიდნენ, რომ თუ ამ დღეს, წვიმის წყლით თავს დაიბანდნენ, თმა გაიზრდებოდა და გაჯანსაღდებოდა.7 მაისის წყალი, სხეულის მოსავლელად მიღებულ ხალხურ ჰიგიენურ საშუალებათა შორის, ერთ-ერთი უძველესია წვიმის წყალი.ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, წვიმის წყალი, როგორც დასაბანად, ასევე გასარეცხად გამოიყენებოდა. რიგ შემთხვევაში, მას უპირატესობას ანიჭებდნენ, სხვა წყალთან შედარებით.მაგ. „გურიაში თავის დასაბანად ჭის წყალს არ ხმარობდნენ, მეტადრე დიხაშხოს ჭისას, ვინაიდან ასეთი წყალს შაბი ახლავს, კანს და თმას ავნებს. ამიტომ თავის დასაბანად ხმარობენ მდინარის, საცივის ან წყაროს წყალს, ვინაიდან მასში არ არის, არავითარი უხეში ქიმიური ნივთიერება.წყალს, ფართო გამოყენება ჰქონდა მთელ საქართველოში. განსაკუთრებით კი, აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც წყლის ნაკლებობა იყო.უძველეს ქართულ სამედიცინო წიგნში „უსწორო კარაბადინი“ ( XI ს.) აღნიშნულია წვიმის წყლის დადებითი თვისებები:წყალი წვიმისა სხვის წყლისაგან უფრო რბილია და ნედლი. ანალოგიური მოსაზრება მოცემულია ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ნაშრომში (XVI სს).ვახტანგ მეექვსე კი, წვიმის წყალს - „ტანის გასათეთრებელ წყალს“ უწოდებს,რადგანაც იგი შედის მალამოს შემადგენლობაში.წვიმის წყალს სასმელადაც იყენებდნენ. მაგალითად, გარეჯის უდაბნოში. ეს ადგილობრივი კლიმატური პირობებით იყო გამოწვეული. ხალხის რწმენით წვიმის სახელზე გამორჩეული დღეც არსებობდა - შვიდი მაისი, რაც ხალხურ ლექსებშიც არის ასახული:„შვიდ მაისი წვიმაო, თმა კოჭებამდინაო.შვიდ მაისის წვიმაო, თავზე დამედინაო.შვიდ-შვიდი ნაწნავი თმა თავზე დამეფინაო...“შვიდ მაისს სცოდნიათ ახალმოკრეფილი ყველანაირი ბალახებითა და მცენარეთა ფოთლებით შეზავებული და გამთბარი წყლის გამოყენება, როგორც თმის, ასევე სხეულის დასაბანად.ამ დღე შვიდი სახის ბალახ-ყვავილის მოგროვებაც სცოდნიათ. ასეთი სახის ნამზადი წვიმის წყალი გამოიყენებოდა ქალური და რევმატული დაავადების სამკურნალოდ.არ არის ცნობილი ყველა ის მცენარე თუ ბალახი, მაგრამ რიგ შემთხვევაში დასტურდება კაკლის ფოთლების გამოყენება, ასევე ჟოლოს ფოთლის საფენი, ყელის ტკივილის, ყბაყურის და ყივანახველის სამკურნალოდ.ჯანმრთელობისათვის ღოლოს და ბალბის მხალიც სამკურნალო ყოფილა.მთხრობელები აღნიშნავენ, რომ „შვიდმაისის წყალში ბალღსაც გავბანდით, ჯანი მოემატებაო, თუ ავადმყოფი გვყავდა, ისიც უნდა დაგვებანა, აუცილებლივ მორჩებოდა“.