თინათინ რუხაძე „შემოქმედებითი საქართველოს“ საკონსულტაციო საბჭოს წევრებსა და თანამშრომლებს შეხვდა და ახალი ხელმძღვანელობა წარუდგინა

თინათინ რუხაძე

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ საკონსულტაციო საბჭოს წევრებსა და თანამშრომლებს შეხვდა და ახალი ხელმძღვანელობა წარუდგინა.

„შემოქმედებით საქართველოს“ რუსუდან ჭუმბურიძე უხელმძღვანელებს, დირექტორის მოადგილეებად კი სალომე ხურცილავა და თინათინ აპემი დაინიშნენ.

შეხვედრაზე კულტურის მინისტრმა „შემოქმედებითი საქართველოს“ ახალ მენეჯმენტსა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა. მინისტრმა ახალ ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს მხარდაჭერა აღუთქვა, წარმატებები და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.