ტრაგედია იმერეთში - ბზიკებისგან დაკბენილი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა
1759918159
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას იწყებს.
სახლ-მუზეუმის მდგომარეობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თამარ ყურაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი ადგილზე გაეცნენ.
სარეაბილიტაციო პროექტის ავტორმა ნინო ნოზაძემ, წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით. რეაბილიტაციის ფარგლებში გაიწმინდება და რესტავრირდება შენობის ფასადი, მოეწყობა ახალი სახურავი, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება აღმოსავლეთის ავარიული კედელს, მოეწყობა მარანი, ვიზიტორთა მიღებისა და მომსახურების ცენტრი, სახლ-მუზეუმის ტერიტორია ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.
სახლ-მუზეუმი XIX საუკუნის ქართლის საერო არქიტექტურისთვის დამახასიათებელ სტილისტურ ნიშნებს ინახავს და წარმოადგენს თავადური საცხოვრებელი სახლის ნიმუშს. XX საუკუნის განმავლობაში არაერთი რეკონსტრუქციის მიუხედავად, სახლ-მუზეუმს ამ მასშტაბის რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციით რეგიონს შეემატება ვიზიტორთათვის საინტერესო კიდევ ერთი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განაგრძობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა-აღდგენაზე ზრუნვას და ყოველწლიურად ათობით ობიექტის რეაბილიტაცია-კონსერვაციას ახორციელებს.
ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.