სად იწვიმებს და სად იქნება მზიანი ამინდი? - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით
1755322349
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილეები გიორგი მირცხულავა და ბექა დავითულიანი ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმის დირექტორ მირენ არზალუზისა და კურატორ ლუჩია აგირეს შეხვდნენ. უწყების პრესსამსახურის ცნობით, კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია და ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმის დირექტორის წარმომადგენელი საქართველოში ირაკლი ფურცხვანიძე.