1755334553
ტრამპმა 18 აგვისტოს ზელენსკი ვაშინგტონში დაპატიჟა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ის ორშაბათს, 18 აგვისტოს ვაშინგტონში დაპატიჟა, რათა რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული სამიტის შედეგები განიხილოს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას უკრაინა - ამერიკა - რუსეთის სამმხრივი შეხვედრის თაობაზე. უკრაინა ხაზს უსვამს: საკვანძო საკითხების განხილვა ლიდერების დონეზე უნდა მოხდეს და სამმხრივი ფორმატი საამისოდ გამოდგება. ყველა დეტალი მკვლელობებისა და ომის დასრულების შემდეგ ვაპირებ განვიხილო პრეზიდენტ ტრამპთან ვაშინგტონში ორშაბათს. მადლობა მოწვევისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა აგრეთვე დასძინა, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის კრიზისის მოგვარების ყველა ეტაპზე ევროპელებიც იყვნენ წარმოდგენილნი.