1756145280
„ამ ფილმის შემდეგ უფრო შემიყვარდა კინო და მომინდა, რომ მეტ ფილმში მეთამაშა..." - რას იხსენებს დარეჯან ხაჩიძე

დარეჯან ხაჩიძე 1975 წლიდან თუმანიშვილის თეატრის მსახიობია. არაერთ სპექტაკლში უთამაშია. განსაკუთრებულად გამორჩეულია მის მიერ შესრულებული მაყვალას როლი ფილმში "სიყვარული ყველას უნდა".
1980 წელს ეკრანებზე გამოსულმა ამ მუსიკალურმა კომედიამ არაერთი მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა. ამ ფილმს არაერთი სიუჟეტი, სტატია და გადაცემა მიეძღვნა. ცნობილია, რომ მიხეილ თუმანიშვილმა დარეჯან ხაჩიძეს საცხოვრებლად საკუთარი ბინა დაუთმო. მანამდე მსახიობი რუსთავში ცხოვრობდა. თბილისში ბინა არ ჰქონდა.
„ამ ფილმის შემდეგ უფრო შემიყვარდა კინო და მომინდა, რომ მეტ ფილმში მეთამაშა..." - დარეჯან ხაჩიძე ფილმის "სიყვარული ყველას უნდა" გადაღებებს გადაცემაში "შუადღე" იხსენებს: