იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
მარნეულში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.