1746007492
ჯერ ქალი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა - რა დეტალები ხდება ცნობილი ახალციხეში მომხდარზე

ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანის, ქალისა და მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, წყვილი რამდენიმე წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. როგორც ცნობილი ხდება, კაცმა ჯერ ქალი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს