17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
ბარის კვესტორის, ანნინო გარგანოს დავალებით ჩატარებული სპეციალური ოპერაციების ფარგლებში, იტალიის სახელმწიფო პოლიციამ ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააძლიერა კონტროლი იმიგრაციის კანონმდებლობის დარღვევებზე.
სამართალდამცავებმა ალბანეთის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც არ ჰქონდა მოქმედი ბინადრობის ნებართვა. ბარის პრეფექტის გადაწყვეტილებით იგი ქვეყნიდან გააძევეს.
ამავე დღეს, რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში გადაიყვანეს საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც ადრე უკვე იყვნენ გაძევებულნი იტალიიდან.
დღეს დილით ორივე პირი ჩარტერული რეისით საქართველოში იძულებით დააბრუნეს.