ცნობილია, გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა
1784008972
მკვლელობა ფოთში - კაკულიას ქუჩაზე 30 წლამდე პირი უროს ჩარტყმით მოკლეს. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული და გარდაცვლილი მეზობლები იყვნენ. ისინი გვიან ღამით სუფრაზე იმყოფებოდნენ, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
მოგვიანებით, ბრალდებულმა მოკლულს სახლში მიაკითხა და ურო თავში ჩაარტყა.
ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა, ის ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
LIVE: სპეციალური ბრიფინგი სუსში
1784012520