შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
პოლიციის სპეცრაზმის "კორდის" ჯარისკაცებს სიცოცხლე კრიმინალური ავტორიტეტის მანქანამ გადაარჩინა - ამ ინფორმაციას ანტონ გერაშცენკო ავრცელებს.
როგორც ის აღნიშნავს, გავლანიანი კრიმინალის, ანდრეი ნეძელსკის ე.წ. ბრონირებული - ჯავშნიანი ავტომობილი Mercedes Gelenvagen გაჩერებული იყო "სეტამის" მიმდებარედ, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოართვეს და ირპინში კონტრშეტევის დროს ამ მანქანით შევიდნენ, შედეგად 4 ჯარისკაცი სიკვდილს გადაურჩა.
„სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მსოფლიოში ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს, ანდრეი ნეძელსკის ჯავშნიანი Mercedes Gelenvagen ჩამოართვეს. ის სეტამთან იყო გაჩერებული.
"საომარი მდგომარეობის შესახებ" კანონის თანახმად, ეს ძვირფასი მანქანა მას ჩამოართვეს და გუშინ, ირპინზე კონტრშეტევის დროს, მან "კორდის" სპეცრაზმის 4 ჯარისკაცის სიცოცხლე გადარჩა“, - წერს ანტონ გერაშჩენკო.