თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
ბოლო პერიოდში შემთხვევები ნამდვილად იმატებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, პირველადი ჯანდაცვის ქსელი მობილიზებულია და სიტუაცია სრულად მართვადია.
„ბოლო პერიოდში შემთხვევები ნამდვილად იმატებს, თუმცა, შემთხვევების მატების მიუხედავად, ინფიცირებულთა უმრავლესობა რჩება ამბულატორიულ პირობებში, სადაც ყველა პირობაა, რომ ოჯახის ექიმმა მართოს პაციენტის მდგომარეობა.
არის მედიკამენტი „პაქსლოვიდი“, რომელიც გამოყენება პირველი 5 დღის ვადაშია შესაძლებელი. ეს კარგად მოქმედებს იმ კუთხით, რომ ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და არასასურველი გამოსავლის რისკს. სიტუაცია სრულად მართვადია, პირველადი ჯანდაცვის ქსელი მობილიზებულია, თუ საჭირო იქნება ჰოსპიტლები პაციენტებს მიიღებენ“, - აცხადებს გაბუნია.