სიმსივნის 10 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
1762199659
მიხეილ სარჯველაძე, სამტრედიაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის გახსნას დაესწრო.
სამტრედიაში ოფიციალურად გაიხსნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრი, რომელიც სრულად აღჭურვილია საჭირო ინვენტარით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით. ახალი ცენტრი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული პროცესების განხორციელებას და მართვას მუნიციპალიტეტში.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ხელმისაწვდომობისა და განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებში ჯანდაცვის ცენტრების ეფექტური მუშაობა. მისი განმარტებით, ჯანდაცვის სისტემების განვითარებისა და კოორდინაციისთვის, ადგილობრივ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
ღონისძიებას დაესწრნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, ქალთა ორგანიზაციის წევრები და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის დასკვნითი ღონისძიებაც - საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სკრინინგი. ასევე - B და C ჰეპატიტების, აივ ინფექციის, შიდსის, გლუკოზისა და ჰიპერტენზიის სკრინინგი.
აღსანიშნავია, რომ მოქმედებს სხვადასხვა სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები, რომლის ფარგლებშიც სკრინინგი უფასოა და ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით.