ხულოს მუნიციპალიტეტში სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა

ცენტრი

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ,,ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრის" გახსნას, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ილია ვერძაძესთან და ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან ერთად დაესწრო.

ხულოში სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა შესაბამის სამედიცინო - სარეაბილიტაციო სერვისებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის. ცენტრში ბავშვებსა და მოზარდებს მომსახურებას გაუწევს მულტიდისციპლინური გუნდი - ნევროლოგის, პედიატრის, ორთოპედის, ფსიქოლოგის და ლოგოპედის ჩართულობით. სერვისები მოიცავს ადრეული განვითარების, ფიზიკური თერაპიის და ფიზიოთერაპიის მიმართულებებს.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აფინანსებს ბავშვთა ადრეული განვითარებას, აუტიზმის სპექტრის დარღვევებს, ბავშვთა ფსიქოსომატურ აბილიტაცია-რეაბილიტაციას, ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციას. ჯამში სამინისტრო ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფისათვის 10 მილიონ ლარზე მეტს გამოყოფს. სერვისებით 4 000-ზე მეტი ბავშვი სარგებლობს.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ფარგლებში ცენტრში, ასევე, შესაძლებელია აუტიზმის დიაგნოსტიკის ჩატარება.

✕