დააკავეს თათარსტანის ერთადერთი „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად, რომა სიჩი
1747739527
1977 წელს 24 წლის ჟანეტ რალსტონის ცხედარი Volkswagen Beetle-ის უკანა სავარძელზე იპოვეს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, მაშინ პოლიციამ მკვლელის ვინაობა ვერ დაადგინა. საქმე მომხდარიდან თითქმის 50 წლის შემდეგ გაიხსნა, როდესაც თითის ანაბეჭდის საშუალებით ადამიანის იდენტიფიცირების შესაძლებლობა გაჩნდა.
პოლიციამ მკვლელს, 69 წლის ვილი იუჯინ სიმსს მას შემდეგ მიაგნო, რაც გაირკვა, რომ ჟანეტის კუთვნილ სიგარეტის კოლოფზე სწორედ მისი ანაბეჭდები იყო.
სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, 24 წლის რალსტონის ბოლოს 1977 წლის 31 იანვარს ნახეს. გოგონა ბარიდან უცნობ მამაკაცთან ერთად გამოვიდა. მეორე დილით კი, პოლიციამ რალსტონის ცხედარს, მისივე ავტომობილის უკანა სავარძელზე მიაგნო. ცხედარს სექსუალური ძალადობის კვალი აღენიშნებოდა - ყელზე კი გრძელმკლავიანი პერანგი ჰქონდა შემოხვეული.
პოლიციის განცხადებით, კვალის წასაშლელად, სიმსმა მანქანის დაწვაც სცადა, თუმცა, არ გამოუვიდა.
წლების მანძილზე საქმე გაჩერებული იყო, თუმცა 2024 წლის აგვისტოში ყველაფერი შეიცვალა.
პოლიციამ საქმე ხელახლა გახსნა და აღმოაჩინა, რომ სიმსის დნმ-ი რალსტონის მაისურსა და სიგარეტის კოლოფზე აღმოჩენილს ემთხვეოდა.
სიმსის სასამართლო პროცესი 12 აგვისტოსაა ჩანიშნული - მას თავისუფლების 25 წლით აღკვეთა ემუქრება.