„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
კოლუმბიის იზოლირებულ, მაქსიმალური უსაფრთხოების ციხეში არის კაცი, სახელად ლუის გარავიტო. ის საკუთარი უსაფრთხოებისთვის სხვა პატიმრებისგან განცალკევებით ცხოვრობს. გარავიტო საჭმელსა და სასმელს მხოლოდ იმ ადამიანებისგან იღებს, ვისაც იცნობს. საკნის მცველების დახასიათებით, ის პოზიტიური და სხვების მიმართ პატივისცემით განწყობილია. კაცი ამჟამად პოლიტიკით არის გატაცებული და გათავისუფლების შემდეგ იმედოვნებს, რომ აქტივისტი გახდება და ძალადობის ქვეშ მყოფ ბავშვებს დაეხმარება.
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ლუის გარავიტომ, იგივე "ლა ბესტიამ (მხეცმა)" 1992 წლიდან 1999 წლამდე გააუპატიურა, აქამა და მოკლა 100-400 ბიჭი. ყველა მათგანი კი ექვსიდან 16 წლამდე ასაკის გახლდათ. კაცის მხვერპლების ზუსტი რიცხვი მისი თქმით 147-ს შეადგენს, თუმცა, პოლიცია თვლის, რომ სინამდვილეში, მის მსხვეროლთა რაოდენობა 400-მდე არასრულწლოვანს შეადგენს.
იქამდე, სანამ თავად გახდებოდა მოძალადე, გარავიტომ მძიმე ბავშვობა გამოიარა. იგი 1957 წკის 25 იანვარს კოლუმბიაში, გენოვაში დაიბადა და შვიდ ძმასთან ერთად იზრდებოდა. ყველა მათგანი მამისგან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახლდათ.
16 წლის ასაკში ლუისმა სახლი დატოვა და მუშაობა დაიწყო. მან იმუშავა მაღაზიის გამყიდველად და პარალელურად ქუჩაში მისალოც ბარათებსა და ხატებს ყიდდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული და ცნობილი იყო მისი ტემპერამენტით. პოლიციის ცნობით, მან ერთხელ თავის მოკვლაც სცადა, რის გამოც ხუთი წელი იმყოფებოდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
სწორედ ამ პერიოდში, კოლუმბიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, რის გამოც ათასობით მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა. ისინი ძირითადად ქუჩაში ცხოვრობდნენ. მათ შორის იყვნენ ბავშვებიც. მათი მშობლები კი ძირითადად გარდაცვლილები იყვნენ, რამაც გარავიტო დაარწმუნა, რომ ვერავინ შეამჩნევდა, თუ ისინი უგზო-უკვლოდ დაიკარგებოდნენ.
დამნაშავე მსხვერპლებად დაჩაგრულ, უსახლკარო და ობოლ ბიჭებს ირჩევდა, რომლებიც ქუჩაში საკვებს ეძებდნენ. კაცი მათთან მიდიოდა, ტკბილეულსა და საჩუქრებს ან სამსახურს სთავაზობდა და ხალხით სავსე ქუჩიდან მოშორებით მიჰყავდა.
გარავიტო ბავშვებთან თავს მღვდლად, ფერმერად, მოხუცად ან ქუჩის გამყიდველად ასაღებდა და ეუბნებოდა, რომ ახალგაზრდა დამხმარეს ეძებდა. კაცი ხშირად ინიღბებოდა, რათა მოსახლეობაში ეჭვი არ გაჩენილიყო.
მსხვერპლის აყვანის შემდეგ, ისინი ერთად სეირნობდნენ. ლუისი მას ნდობის დამსახურების მიზნით საკუთარ ცხოვრებაზე ესაუბრებოდა. სინამდვილეში კი ბიჭებს იმდენ ხანს ატარებდა, რომ ისინი დაღლილიყვნენ, რის შემდეგაც მათ თავს ესხმოდა და აწამებდა.
პოლიციის თქმით, მხეცი თავის მეტსახელს ზუსტად ამართლებდა. ამოღებულ მსხვერპლთა ცხედრებს ხანგრძლივი წამების კვალი აღენიშნებოდათ. მათ შორის იყო მრავლობითი ნაკბენები და ანალური შეღწევა. ხშირ შემთხვევაში, გარავიტო ბიჭებს სასქესო ორგანოს აჭრიდა და პირში უდებდა. რამდენიმე ცხედარი კი დაანაწევრა.
გარავიტოს დანაშაულები ხუთი წელიწადი ისე გაგრძელდა, რომ პოლიციას არც ერთი დაკარგული ბავშვის მოძებნა უცდია, თუმცა, 1997 წლის ბოლოს შემთხვევით აღმოაჩინეს მასობრივი საფლავი, რის გამოც, გამოძიება დაიწყო. მათ მიერ აღმოჩენილი 25 ცხედარი იმდენად შემზარავ მდგომარეობაში იყო, რომ პოლიციამ თავდაპირველად იეჭვა, რომ დანაშაულის მიღმა სატანისტური სექტა იდგა.
1998 წლის თებერვალში პერეირას გორაზე გვერდიგვერდ დასვენებული ორი შიშველი ბავშვის ცხედარი იპოვეს. ოდნავ მოშორებით კი მესამე ცხედარიც აღმოაჩინეს. სამივე მათგანს ხელები ჰქონდა შეკრული. დამნაშავემ ბავშვებს ყელი გამოჭრა. ამავე ტერიტორიიდან ამოღებულ იქნა მკვლელობის იარაღიც.
დანაშაულის ადიგლის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია ჩანაწერს წააწყდა, რომელზედაც ლუის გარავიტოს შეყვარებულის მისამართი ეწერა, რომელსაც კაცი წლების განმავლობაში ხვდებოდა. ადგილზე მისულ პოლიციას ლუისი სახლში არ დახვდა, თუმცა, მისმა შეყვარებულმა მათ გარავიტოს ნივთებზე წვდომის უფლება მისცა.
გარავიტოს ჩანთაში პოლიციამ არასწურლწლოვანი ბიჭების სურათები აღმოაჩინა. ამასთან ერთად, როგორც გაირკვა, მან დეტალურად აღწერა თავის დღიურში თითოეული მისი დანაშაული.
კაცს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. ამასობაში ჩატარდა ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები ყველა იმ ტერიტორიაზე, საიდანაც მას მსხვერპლები აჰყავდა.
გარავიტოზე ნადირობის დაწყებიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, პოლიციამ მეზობელ ქალაქში გაუპატიურების მცდელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი აიყვანა. იმ დროს, მათ არ იცოდნენ, რომ მათ პატიმრობაში ჰყავდათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელი.
დამნაშავემ 147 ბიჭის გაუპატიურება და მკვლელობა აღიარა. კაცმა პოლიციისთვის საფლავების რუკებიც კი დახატა.
მისი აღიარება დადასტურდა, როდესაც პოლიციამ აღმოაჩინა, რომ გარავიტოს მიერ აღწერილი დანაშაულები სრული სიზუსტით ემთხვეოდა დანაშაულის ადგილებში ნანახ სამხილებს. კაცი 138 მკვლელობისთვის გაასამართლეს, თუმცა, დღემდე გრძელდება მისი სხვა დანაშაულების გამოძიება.
კოლუმბიაში მკვლელობისთვის მაქსიმალური სასჯელი დაახლოებით 13 წელიწადს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლუის გარავიტომ 1853 წელი და ცხრა დღე უნდა გაატაროს ციხეში. კოლუმბიის კანონმდებლობაში ნათქვამია, რომ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული ბავშვების წინააღმდეგ, მოეთხოვებათ მინიმუმ 60 წლით თავისუფლების აღკვეთა. თუმცა, რადგან ის პოლიციას დაეხმარა მსხვერპლის ცხედრების პოვნაში, ლუის გარავიტოს 22 წელი მიუსაჯეს.
2021 წელს ის გათავისუფლების შესახებ საჯაროდ თხოვნით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ის სანიმუშო პატიმარი გახლავთ და ციხეში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. მოსამართლემ მისი მოთხოვნა იმ მიზეზით უარყო, რომ გარავიტოს მსხვერპლისთვის ჯარიმა - 41 500 აშშ დოლარი არ გადაუხდია. მისი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას მოსამართლე წელს კვლავ განიხილავს.