1749757476
„განსაკუთრებული სისასტიკისთვის „შავი ქვრივი" უწოდეს... შვილი მოკლა, დაზღვევის თანხა რომ მიეღო" - სიკვდილმისჯილი ქალის საქმის დეტალები

ჯუდი ბუენანოს მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობების შემდეგ მას მეტსახელად „შავი ქვრივი" უწოდეს.
1971 წელს ჯუდის მეუღლე, ჯეიმს გუდეარი ცუდად გახდა - მამაკაცი მუცლის საშინელ ტკივილებსა და პირღებინებას უჩიოდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, 3 დღის შემდეგ კი, ჯეიმსი თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა. ჯუდის და ჯეიმს 3 საერთო შვილი ჰყავდათ. მეუღლის სიკვდილის შემდეგ ის საცხოვრებლად კოლორადოში, შეყვარებულთან, ბობი ჯოე მორისთან ერთად გადავიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბობისაც ისეთივე სიმპტომები დაეწყო, როგორიც ჯეიმსს ჰქონდა - ბობი 1978 წლის 28 იანვარს გარდაიცვალა. ამას მალე ახალი ტრაგედია მოჰყვა, ჯუდის პარალიზებული შვილი, სახელად მაიკლი ფლორიდაში, კანოეში დაიხრჩო.
ჯუდის ცხოვრება გააგრძელა - მან ურთიერთობა ბიზნესმენ ჯონ გენტრისთან დაიწყო. მალე გენტრის ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესდა - მამაკაცი საავადმყოფოში პირღებინებითა და მუცლის ტკივილებით გადაიყვანეს. გენტრი საავადმყოფოში ხელმეორედ 1935 წელს მოხვდა - როდესაც მის მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა.
ბომბის აფეთქებამ პოლიციის ყურადღება მიიპყრო. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯუდი გენტრის წამლავდა, რათა მამაკაცის სიცოცხლის დაზღვევის პოლისიდან 500 ათასი დოლარის ოდენობის თანხა მიეღო. აღმოჩნდა, რომ ჯუდიმ თანხა ჯეიმსის, მორისისა და საკუთარი შვილის, მაიკლის გარდაცვალების შემთხვევაშიც მიიღო.
ამან ჯუდის ბნელი სქემა გამოააშკარა - სასტიკი ქმედებების გამო მას მეტსახელად „შავი ქვრივი" უწოდეს.
ჯუდი ბუენოანო, რომელსაც მეტსახელად „შავი ქვრივი“ შეარქვეს, 1998 წლის 30 მარტს სიკვდილით დასაჯეს.