„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
სამხრეთ აფრიკელმა კელი სმიტმა 6 წლის ქალიშვილი, ჯოშლინ სმიტი ადგილობრივ მკურნალს მიჰყიდა. როგორც კელიმ განაცხადა, მკურნალს მისი გოგონას კანი და თვალები ძალიან მოსწონდა. ჯოშლინი 2024 წლის თებერვალში გაუჩინარდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც სასამართლო პროცესზე ჯოშლინის მასწავლებელმა განაცხადა, გოგონას გაუჩინარების შემდეგ მან კელის ჯოშლინის ადგილმდებარეობა ჰკითხა, რაზე ქალმა უპასუხა, რომ „ჯოშლინი გემზე, კონტეინერში ჰყავდათ და დასავლეთ აფრიკისკენ მიჰყავდათ".
გამოცემა „ბიბისის" ინფორმაციით, მოგვიანებით ე.წ. ადგილობრივი მკურნალი დააკავეს, თუმცა მტკიცებულებების სიმცირის გამო მისი განთავისუფლება მოუწიათ.
უცხოური მედიის ცნობით, კელი სმიტს ტირილი აუვარდა, როდესაც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო.
ჯოშლინის ისტორიამ მსოფლიო შეძრა.