1749757476
„ბანკიდან 1 დოლარის მოპარვა სცადა..." - პოლიციას ჩაბარებული მძარცველის ამბავი

ზოგადად, როდესაც ბანკის გაძარცვას ეხება ხოლმე საქმე - დიდი რაოდენობით თანხის მოპარვაზეა საუბარი. თუმცა, ალექს ჯოშუას შემთხვევაში ასე არ ყოფილა. მან ბანკიდან მხოლოდ და მხოლოდ 1 დოლარის მოპარვა სცადა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჯოშუა Fifth Third Bank-ის ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და მოლარეს ხელნაწერი გადასცა, რომელშიც ასეთი სიტყვები ეწერა: „ეს არის ძარცვა, მომეცით 1 დოლარი". თუმცა, ჯოშუა მხოლოდ ამას არ დასჯერებია, ის მოლარეს მიუბრუნდა და უთხრა: „თქვენ არ იცით შეიარაღებული ვარ თუ არა, ამიტომ, გირჩევთ განგაშის ღილაკს დააჭიროთ".
მოლარემ ყველაფერი ისე გააკეთა როგორც ჯოშუამ უთხრა - მან მძარცველს 1 დოლარიც დაუდო, თუმცა ჯოშუას ის არ აუღია.
ჯოშუა პოლიციის მისვლას მშვიდად დაელოდა, შემდეგ კი ჩაბარდა. პოლიციის თქმით, ის შეიარაღებული არ ყოფილა.
სასამართლომ უილსონს ბრალი ყაჩაღობაში დასდო და 25 000-დოლარიანი გირაო დაუნიშნა.