„შენი ლამაზი თვალები როგორ უნდა იყოს დახუჭული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1778529855
ბრიტანელი ოლივია ფარნსუორთი, ქალაქ ჰადერსფილდიდან, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ სამედიცინო შემთხვევად მიიჩნევა. გოგონა იშვიათი გენეტიკური მუტაციით — მე-6 ქრომოსომის დელეციით დაიბადა, რის გამოც არ გრძნობს ტკივილს, შიშს, შიმშილს და თითქმის არასოდეს ეძინება.
ოლივიას ისტორია პირველად ფართოდ 2016 წელს გავრცელდა, როდესაც მას ავტომობილი დაეჯახა და რამდენიმე მეტრი ათრია. შემთხვევის მიუხედავად, გოგონა ფეხზე თავად წამოდგა და მხოლოდ ის იკითხა, რა მოხდა.
ექიმებმა შემოწმების შემდეგ მხოლოდ მცირე ნაკაწრები და სისხლჩაქცევები აღმოაჩინეს. სწორედ ამის შემდეგ უწოდეს მას „ბიონიკური გოგონა“.
დედის თქმით, ოლივია დაბადებიდანვე განსხვავდებოდა სხვა ბავშვებისგან — თითქმის არასოდეს ტიროდა, არ ითხოვდა საჭმელს და ძალიან ცოტა ეძინა. მოგვიანებით ოჯახმა შენიშნა, რომ გოგონა ტკივილზეც საერთოდ არ რეაგირებდა. ერთ-ერთი შემთხვევის დროს მან ტუჩი მძიმედ გაიჭრა და ნაკერებიც კი დასჭირდა, თუმცა არ უტირია.
ექიმების განმარტებით, ოლივიას მე-6 ქრომოსომაში აკლია მონაკვეთი, რომელიც პასუხისმგებელია ტკივილის, შიმშილისა და დაღლილობის აღქმაზე. სპეციალისტების თქმით, მსგავსი სიმპტომები ცალ-ცალკე სხვა პაციენტებშიც ფიქსირდება, თუმცა ასეთი კომბინაცია — ტკივილის, შიშისა და შიმშილის ერთდროული არარსებობა — უკიდურესად იშვიათია.
გოგონა დღემდე იღებს საძილე საშუალებებს, რადგან ბუნებრივად დაძინება უჭირს. ექიმები აღნიშნავენ, რომ მისი მდგომარეობა განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს, რადგან შესაძლოა სერიოზული დაზიანება ვერც კი იგრძნოს.