დაწესდება მაღალი ჯარიმები! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1749498140
ლინა მედინა სულ რაღაც 5 წლის იყო, როდესაც იმშობიარა. მის ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ის მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა დედაა.
ლინას ბავშვობა თანატოლებისგან არაფრით განსხვავდებოდა, თუმცა, ერთ დღეს მშობლებმა შეამჩნიეს, რომ გოგონას მუცელი გაეზარდა. თავიდან ფიქრობდნენ, რომ ბავშვს სიმსივნე ჰქონდა. მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, რეალურად ლინა 7 თვის ორსული იყო. რამდენიმე კვირის შემდეგ მან ვაჟი საკეისრო კვეთით გააჩინა.
ექიმების თქმით, ლინას იშვიათი დაავადება ჰქონდა, რომელსაც ნაადრევი სქესობრივი მომწიფება ეწოდება. მოგვიანებით გაირკვა, რომ ლინას მენსტრუაცია 3 წლის ასაკში დაეწყო, თუმცა ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, ოთხი წლის ასაკში კი უკვე კარგად ჰქონდა განვითარებული სარძევე ჯირკვლები. ექიმებმა დაასკვნეს, რომ ლინა მედინას ნაადრევი სქესობრივი მომწიფება ჰიპოფიზის ჯირკვლის ჰორმონალური ფუნქციის დარღვევამ გამოიწვია.
ვინ იყო ბავშვის მამა - ამაზე კითხვა დღემდე საიდუმლოებით არის მოცული. თავდაპირველად ეჭვი ლინას მამაზე მიიტანეს და ინცესტში დაადანაშაულეს, თუმცა, მოგვიანებით გაათავისუფლეს.
ბავშვს თავიდან არ ეუბნებოდნენ, რომ დედამისი ლინა იყო - იმის გამო, რომ მათ შორის მცირე ასაკობრივი სხვაობა იყო, ბიჭს 10 წლამდე სჯეროდა, რომ ლინა მისი და იყო.
მეორე შვილი ლინას 34 წლის ასაკში, მეუღლისგან, რაულისგან შეეძინა.
ლინას თავის წარსულზე არასდროს საუბრობდა. უცნობია ცოცხალია თუ არა ახლა ის. თუ ცოცხალია, ის ახლა 89 წლის უნდა იყოს.