„სახლში გაკეთებული აჯაფსანდალი აქვს ნაჭამი...“ - რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურის ტრაგედიაზე
1749152746
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წლის განმავლობაში, საწარმოთა 7.3 პროცენტმა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, განისაზღვრა 7.0 პროცენტით.
საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული, შესაბამისად 81.4 პროცენტი და 69.9 პროცენტი. სხვა შემთხვევებში ამ კუთხით მათ მხარდაჭერა მიიღეს სხვა საწარმოებისგან ან დაწესებულებებისაგან. განხორციელებული ინოვაციების 56.3 პროცენტი ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 43.7 პროცენტი სიახლეს წარმოადგენდა ბაზრისთვის.
ამასთან, საქსტატის ცნობით, საწარმოთა მიერ ახალი ან გაუმჯობესებული ბიზნეს პროცესების ინოვაციების 80.9 პროცენტი შემუშავებული იქნა უშუალოდ საწარმოს მიერ, 22.6 პროცენტი — სხვა საწარმოებთან ან დაწესებულებებთან ერთად, 21.9 პროცენტი მოდის სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ შემუშავებული საქონლის/მომსახურების ადაპტირება — მოდიფიცირების განხორციელებაზე, ხოლო 19.7 პროცენტი შემუშავებული იქნა სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ.
ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიების შეფასებისას მაღალ ხარისხზე ფოკუსირებას საწარმოთა 47.2 პროცენტმა მიანიჭა მაღალი მნიშვნელობა, საწარმოთა 35.6 პროცენტი მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებული საქონლის/მომსახურების გაუმჯობესებაზე, ხოლო საწარმოთა 34.2 პროცენტი მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებულ მომხმარებელთა ჯგუფების დაკმაყოფილებაზე. ბიზნეს გარემოს შეფასებისას, ძირითად გამოწვევად დაფიქსირდა საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა, რაც იწვევს კლიენტების დაკარგვას.