საქართველო გლობალური ფინანსური რეიტინგების სათავეში - წელს, ქვეყნის ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, ხოლო 2026 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 5% იქნება

გლობალური ფინანსური რეიტინგი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზი და ანგარიში, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესებულია. სავალუტო ფონდის დათვლებით, წელს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, ხოლო 2026 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 5% იქნება.

სავალუტო ფონდის პროგნოზს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეხმაურება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ შეფასების თანახმად, ისტორიაში პირველად, საქართველო ერთ სულზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია და ამ ლიდერობას 2030 წლის ჩათვლით შეინარჩუნებს; რაც შეეხება ერთ სულზე რეალურ ეკონომიკას - 12- წლიანი, ზრდით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში შედის.

მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური ეკონომიკის ზრდით, საქართველო 2024 წელს მსოფლიოში მეორე ადგილზე დაწინაურდა. სავალუტო ფონდის შეფასებით, ზრდამ 13,3%-ს გადააჭარბა.