ნათია თურნავამ დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საფონდო ბირჟის მიერ ორგანიზებულ საინვესტიციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საფონდო ბირჟის მიერ ორგანიზებულ საინვესტიციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, ლონდონის საფონდო ბირჟა ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

2024 წელს ყველაზე დიდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში სწორედ ბრიტანეთიდან შემოვიდა და მათ შორის ძირითადად ლონდონის საფონდო ბირჟის საშუალებით.

თურნავას თქმით, საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში შემდგარი ბრიტანელი ბიზნესმენები, რომლებსაც უკვე აქვთ ბრიტანული ინვესტიცია განხორციელებული საქართველოში, კოლეგებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და შესაძლებლობებზე პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით უზიარებენ.