„სახლში გაკეთებული აჯაფსანდალი აქვს ნაჭამი...“ - რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურის ტრაგედიაზე
1749152746
ბაზელში ევროვიზიის 69-ე კონკურსის მეორე ნახევარფინალი გაიმართა, სადაც საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებთან ერთად მეათე ნომრად წარდგა.
მან შეასრულა სიმღერა სახელწოდებით - Freedom. მეორე ნახევარფინალში სულ 16 ქვეყანა მონაწილეობდა. გამარჯვებულთა ათეული მხოლოდ მაყურებელთა ხმების საფუძველზე გამოვლინდა.
მიუხედავად არაჩვეულებრივი ნომრისა, მარიამი ფინალში ვერ გადავიდა, რასაც მომღერალი ირმა სოხაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და კონკურსს უსამართლო უწოდა:
„მარიამი ნამდვილად საუკეთესო იყო. მართლა უსამართლო კონკურსია, ძალიან გულდასაწყვეტია“, - წერს ირმა სოხაძე.