ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს ბინა აჩუქა

ჯანო ანანიძე

ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ მსოფლიო ჩემპიონ ეთერ ლიპარტელიანს ქობულეთში, საკუთარ მშენებარე კორპუსში ბინა აჩუქა.

Geo Team-ის ინფორმაციით, ჯანომ მსოფლიო ჩემპიონს საჩუქრის შესახებ უკვე აცნობა. მსოფლიო ჩემპიონს ჯანოს საჩუქრით სარგებლობა 2027 წლიდან შეეძლება.

შეგახსენებთ, ეთერ ლიპარტელიანმა ბუდაპეშტში გამართულ ჯუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი მოიგო და გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ჯუდოში მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა.