სექტემბრიდან ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება - რა იგეგმება სკოლებში
1745960694
სასწრაფო დახმარების დმანისის რაიონული ბრიგადის გამოძახებისა და ექიმების მიერ გზაში მიღებული წარმატებული მშობიარობის შესახებ წერს სოციალურ ქსელში გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად".
როგორც ინფორმაციაში არის აღნიშნული, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებს მშობიარობის მიღება გზაში მოუწიათ.
"დმანისის რაიონული სამსახურის 1-ლმა ბრიგადამ დილით გამოძახება მიიღო, ლოზუნგით - მშობიარობა.
ახალგაზრდა ქალბატონი მესამე შვილზე იყო ორსულად. ბრიგადის ექიმი მარინა მენაბდე უკვე 20 წელია სასწრაფო დახმარების ექიმია და როგორც თავად იხსენებს, მისი ხანგრძლივი სამუშაო სტაჟიდან გამომდინარე, არაერთი მშობიარობა აქვს მიღებული, მათ შორის ტყუპებიც. გამოძახების ადგილზე მისულმა წამებში შეაფასა ორსულის მდგომარეობა და ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო.
ბრიგადის წევრები კლინიკაში ტრანსპორტირების პროცესში მშობიარობის მისაღებად მოემზადნენ. სამშობიარო მოქმედებები მოულოდნელად განვითარდა და დაიბადა ჯანმრთელი ბიჭი, რომელმაც მაშინვე წამოიტირა. ნამშობიარები დედა და ახალშობილი ბრიგადის წევრებმა ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანეს. მარინა ექიმი გვიყვება, რომ სასწრაფოს მანქანას უკან ბავშვის ბებია და მამა მოჰყვებოდნენ და უბედნიერესი იყვნენ, როდესაც ახლადდაბადებული ბიჭი ნახეს.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების თითოეულ ბრიგადას სამედიცინო აღჭურვილობაში აქვს სამეანო ნაკრები, რომელსაც ასეთ სიტუაციაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ მარინა ექიმი სპეციალობით პედიატრი და ნეონატოლოგია", - წერს გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად".