წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„17 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, სოფ.დიღომი, ფ.მონპერეს ქუჩაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 17 ივნისს 12:00 სთ-დან 17 ივნისის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში:

სოფელ დიღომში: რაინეგსის N 63-136, მონპერის, მაქს ტილკეს, შმერლინგი, კრისტიან სტივენი, ბარონ დებაი, ჰუგო ჰუბერტი, შერმადინი, ბერტაფონ ზუტნერი, ჰენრი პრინერსკის, კლაპორთის, არქანჯერო ლამბერტი, ხატაეთი, ტიმოთი ბელოის, მარკო პოლოს და კრისტოფორე კასტელის ქუჩებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.