წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, აწყურის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 30 აპრილს, ახალ მაგისტრალურ მილსადენზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, პარალელურად კი, ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მოეწყობა. ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, 30 აპრილს დილის 11:00 საათიდან დაიწყებენ და 24-საათიანი ინტენსიური რეჟიმით შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 30 აპრილს, დილის 11:00 საათიდან, 1 მაისის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში - ქეთევან დედოფლის გამზირს, ღვინის აღმართის, მეტეხის აღმართს, ევროპის მოედანს, მეტეხის ქუჩას, დუტუ მეგრელის, ისნის, ფერისცვალების, ჩეხოვის, სოლომონ ბრძენის, ჯორბენაძის, ურბნისის, მაჭრის, მუკუზანის, გუთნის, 300 არაგველის, ბოჭორმის, იალბუზის, არგვეთის, ბოდბის, ლუსინიანის, ზახაროვის, დოლაბაურის I, II და III ქუჩებს, კაჩინსკის, უჯარმის, პატარძეულის, კაკულიას, თელავის, ფოსტის, ზურაბიშვილის, ახმეტელის, წინანდლის, დოესის, კოშკოვანის, ძევერის, გარეკახეთის, ცუცხვათის, სპანდარიანის, აწყურის, ზინდისის, მამისაშვილის, ნავთლუღის, ჭრელაშვილის, ტბელ აბუსერიძის, სახალხოს, ციხისძირის, გუდარეხის, მეველის, დიდგორის, წულაძის ქუჩას და შესახვევებს, სამრეწველოს დასახლებას, გაბრიელ სალოსის მე-4 და მე-5 შესახვევებს, ნადარეიშვილს, ლობჟანიძის, შირაქის, საექიმოს, ჰოლბრუკის, დოდაშვილის, წურწუმიას, ნიორაძის, შორაპნის, სოფრომაძის საინგილოს და სამგორის ქუჩების. მოსკოვის გამზირის N1-17-მდე; N2-8-მდე.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.