შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1761662711
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, 29 ოქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც, ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება 21 საათით შეუწყდება.
„კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 29 ოქტომბერს, საღამოს 21:00 საათიდან, 30 ოქტომბრის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას I, II III კვარტლებს და V კვარტლის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას გამზირის N43-71, N52-70, ქავთარაძის N1-27, N2-24, ნუცუბიძის I, II, IV პლატოს, ნუცუბიძის ქუჩა N1-179, N211, N215, N217, N221, N223, N2-88, ყაზბეგის გამზირის N30-46, ბესო ჟღენტის, მხატვართა, კაპანელის, ძოწის ქუჩებს, შავგულიძის ქუჩა N7, N7ა, მინდელის ქუჩა N 3, N5, N12, წმინდა მოწამე ვასილისკოს, ა.იოსელიანის, პოლიტკოვსკაიას და ფხაკაძის ქუჩებს. ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, სხირტლაძის, ოთარ ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, თავაძის, მიქელაძის, ირაკლი გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის, მარგიანის, დუდუ დადიანის, ირაკლი გამრეკელის, დელისის I, II, III და დელისის ქუჩებს, ჯებაშვილის, აფხაიძის, მეგრელიძის, გაზაფხულის და თავხელიძის ქუჩებს.
საბურთალოს რაიონში, ბუდაპეშტის, ალასანიას, ლვოვის, ონიაშვილის და ასათიანის ქუჩების ნაწილს. სოფელ დიღომში: ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, უგრელიძის, სვეტიცხოვლის, მაღალაძეების, ჩოხელის, ყურაშვილის, შარაშიძის, სარიშვილის, სოლოღაშვილის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ზუტნერის, ბარონდებაის, გიორგი ბრწყინვალის, აღმაშენებლის, ხანძთელის, ჭიაურელის, რუსთაველის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის, დიდგორის, ათონელის, ჩოლოყაშვილის, ბარათაშვილის, წერეთლის, გურამიშვილის, გოგებაშვილის, წმინდა ელენესა და მიმდებარე ქუჩებს.
სოფელ ძველ ვეძისს, დიღომი 7-ს, ირაკლი ფარჯიანის, იასამნის, ემხვარის და თოფურიძის ქუჩებს ვაშლიჯვრის დასახლების 2ა, 3 ა, 4 და 4ბ ზონებს. სერგო ზაქარიაძის, ბუაჩიძის, მირზა გელოვანის, ზალდასტანიშვილების და ვახტანგ ჩიქოვანის ქუჩებს.
გლდანის რაიონში, ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის, ყაზბეგის, ავჭალის, ზინკარის, მუხათდგვერდის და რეაქტორის ქუჩებს, წეროვანის დასახლებას, ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს და წიწამურს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია განცხადებაში.