თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა აღდგა

მეტრო

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა აღდგა, - ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

შეგახსენებთ, ტექნიკური ხარვეზის გამო, თბილისის მეტროს პირველ ხაზი შეფერხებით მუშაობდა. მატარებლები მეტროსადგურ ვარკეთილიდან გურამიშვილის მიმართულებით და პირიქით მოძრაობდნენ, მეტროსადგურ ახმეტელის თეატრისკენ და სარაჯიშვილისკენ კი მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო.