შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

შუქი გაითიშება

„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ვაკის რაიონში:

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, თენგიზ აბულაძის, რიგის, შოვის, თაქთაქიშვილის, რაზმაძის, ყიფშიძის, ირაკლი აბაშიძის, კავსაძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის, მოსაშვილის, ლევან მიქელაძის, წყნეთის, ყვარლის, ლეოპოლდ ბილფელდის, გაბაშვილის და ზურაბ ავალიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.