თურქეთში მიწისძვრების სერია არ წყდება - დღეს კიდევ ერთი ბიძგი დაფიქსირდა

მიწისძვრა

 თურქეთში, ბალიქესირის პროვინციის სინდირგის რაიონში, ადგილობრივი დროით 10:29 საათზე, 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 9,07 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

მედიის ცნობით, ბოლო დღეებში სინდირგის რაიონში 4.8, 4.2 და 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების სერია მოხდა. დღეს ამ მიწისძვრებს კიდევ ერთი აფთერშოკი დაემატა, რომელიც 10:29 საათზე დაფიქსირდა.