ნახეთ მისამართები, სადაც შუქი გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი

შუქი გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 7 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს:

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, რიგის და თაქთაქიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, ლესელიძის და ქერჩის ქუჩების  მოსახლეობას. 

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის IIა მიკრორაიონის, ზაჰესის, კოტეტიშვილის, კუპრაძის და თაყაიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.