1773690293
ზედიზედ მე-2 მატჩს გამოტოვებს - შენგელია ტრავმირებულია
ბარსელონას საკალათბურთო ქართველი ლიდერი თორნიკე შენგელია ტრავმირებულია, რის გამოც ევროლიგის გასული ტურის მატჩი ჰაპოელ თელ-ავივის წინააღმდეგ გამოტოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტნის დაზიანება სერიოზული არ არის, თუმცა, როგორც Mundo Deportivo წერს შენგელია კატალონიურ დერბს მაინც გამოტოვებს.
ბარსელონა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ბადალონას ხვდება და შენგელია სწორედ ამ მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას.












