1752608534
„ყურადღებით უნდა იყვნენ“ | პრემიერ ლიგის ორ კლუბს ჩაკვეტაძე ურჩიეს

Football League World-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც „უოტფორდის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე, ახსენა.
ავტორმა „ჩაკვე“ პრემიერ ლიგაში გადასულ ორ კლუბს — „სანდერლენდსა“ და „ბარნლის“ — ურჩია და განაცხადა, რომ მათ გიორგის გარშემო განვითარებულ მოვლენებს თვალი ყურადღებით უნდა ადევნონ.
„უოტფორდი“ პაპე დიალოს გაფორმებასთან ახლოსაა, რაც, შესაძლოა, გიორგი ჩაკვეტაძის წასვლის მანიშნებელი იყოს. 25 წლის ფეხბურთელის სისწრაფემ, პირდაპირმა გარბენებმა და უნარმა, რომ ბურთთან ერთად მეტოქე გუნდის მოთამაშეებს შორის იმოძრაოს, იგი, სეზონის მეორე ნახევარში, სერიოზულ საფრთხედ აქცია...