1773690293
„წნეხზე გაძლება მოგვიწევს, მაგრამ...“ - ენრიკე და დემბელე ჩელსისთან მატჩის წინ
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ სტუმრად ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება. შეხვედრამდე 1 დღით ადრე პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ უსმან დემბელესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ლუის ენრიკე:
„ფაქტია, რომ ჯერ მხოლოდ პირველი შეხვედრა ჩავატარეთ მაღალ დონეზე. წინ მეორე მატჩია, რომელიც ყოველთვის განსხვავებული გამოდის. საპასუხო შეხვედრები სპეციფიკურია, რადგან აქ უკვე გამოვარდნის რეალური საფრთხე არსებობს, რაც ყველაფერს ართულებს. თუმცა, ჩვენ მზად ვართ — მიჩვეულები ვართ ასეთი დონის მატჩების თამაშს და გვსურს, მოედანზე მაქსიმუმი გავაკეთოთ“.
უსმან დემბელეს ლიდერულ თვისებებზე:
„მწვრთნელისთვის მისნაირი ფეხბურთელის ყოლა საოცრებაა. მან შეძლო საკუთარი მენტალიტეტის შეცვლა და პოზიციური ტრანსფორმაცია. მთელი ცხოვრება ტიპური გარემარბი იყო, თუმცა გუნდის წარმატებისთვის თამაშის სტილის შეცვლას დათანხმდა. უსმანისნაირი მოთამაშე გუნდში ნამდვილი საჩუქარია. როგორც გულშემატკივრისთვის კი, მისი ყურება დიდი სიამოვნებაა — ის გამორჩეული ფეხბურთელია, რომელმაც ბურთთან ერთად ყველაფერი იცის“.
შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1773691767












