რომას დაცვის გაძლიერება სურს | ერთ-ერთი კანდიდატი გოგლიჩიძეა

რომას დაცვის გაძლიერება სურს | ერთ-ერთი კანდიდატი გოგლიჩიძეა

რომა, რომელიც ზაფხულში ჯან პიერო გასპერინიმ ჩაიბარა, ცენტრალური მცველის დამატებაზე ფიქრობს და ამ პოზიციაზე შერჩეული 3 კანდიდატიდან ერთ-ერთი საქართველოს ნაკრებისა და „ემპოლის“ მცველი საბა გოგლიჩიძეა. ამის შესახებ გამოცემა Il Messaggero იტყობინება.

იტალიური გამოცემის ცნობით, სიაში პირველი 27 წლის ჯონ ლუკუმია. კოლუმბიელი მცველის გამოსასყიდი 28 მილიონი ევროა, მაგრამ ის მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში იმოქმედებს, გაისად კი ლუკუმი თავისუფალი აგენტი გახდება და მასში დიდი თანხის გადახდა ახლა ნაკლებად სავარაუდოა...

განაგრძე კითხვა