„მას ორი ვარიანტი აქვს“ - თოფურია მახაჩევთან შესაძლო ჩხუბზე

თოფურია

ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევთან შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა. ამ შესაძლო ჩხუბის ირგვლივ საუბრები თვეებია გრძელდება და რა თქმა უნდა, UFC-ში მისი ხილვა ყველას სურს.

„მას ორი ვარიანტი აქვს - თუ ისლამი თავის მომდევნო ბრძოლაში გაიმარჯვებს, შემდეგ შეუძლია მოვიდეს და ჩემთან იბრძოლოს. ხოლო თუ წააგებს, ასეთ შემთხვევაში რიგში ჩადგომა მოუწევს“, - ამბობს თოფურია.

განაგრძე კითხვა