კარიერაში ყველაზე შედეგიანი სეზონი ჰქონდა | კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონია

კიტეიშვილი

ავსტრიის ბუნდესლიგის 2024-25 წლების სეზონის გამარჯვებული ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი’’ გახდა, 40 ქულით პირველზე გავიდა, მეორეადგილოსან „ზალცბურგს'' 2 ქულით გაასწრო და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა'' 37 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა, შემდეგ სეზონში კონფერენს ლიგაზე ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელი ავსტრიულ კლუბთან ერთად ზედიზედ მეორე სეზონში გაჩემპიონდა. აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი, ავსტრიის ბუნდესლიგამ 2023-24 და 2024-25 წლების სეზონებში ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ კიტეიშვილი დაასახელა.


განაგრძე კითხვა