ძლიერი სეტყვა და ქარი თელავში - ძლიერი წვიმა ამ დრომდე გრძელდება
1748185440
ზედიზედ მეორედ, გრაცის „შტურმი“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი თამაშობს, ავსტრიის ჩემპიონი გახდა. ბუნდესლიგის ბოლო ტურში გრაცელები უშუალო კონკურენტ „ვოლფსბერგერს“ შეხვდნენ და მატჩი 1-1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების წევრმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მეტოქე გუნდის რიგებში სანდრო ალთუნაშვილი იყო. კიტეიშვილმა 2024-2025 წლების სეზონში 32 მატჩში 12 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს.
კიტეიშვილმა ავსტრიულ კლუბში მეოთხე ტიტული მოიგო. ქართველის გუნდი მომავალ წელსაც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.